eng

ხორბლის საწარმოს გაძლიერება

დასრულებული

მოიცავს სერვისებს

01

კორპორატიული ფანდრაიზინგი

02

ინვესტიციის მოძიება

03

კრიზისის მართვა

პროექტის ისტორია

ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო "ბარაქა ჯგუფი" აჭარაში 2005 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე 22 500 ტონა ფქვილს და ქატოს აწარმოებს.
საწარმომ თანამედროვე სტანდარტების ხორბლის გადამამუშავებელი წარმოების შექმნა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა გადაწყვიტა.
კომპანიას შესაბამისი შენობა და ფინანსური რესურსები სჭირდებოდა.

GGM-ი ბიზნეს პროექტში რამდენიმე მიმართულებით ჩაერთო 
✓GGM მართავს საწარმოსთვის ქონების (მიწის ნაკვეთის) გადაცემის პროცესს;
✓დაფინანსების მოსაძიებლად GGM-მა საწარმოს პროექტ "აწარმოე საქართველოსთვის" ბიზნეს გეგმა შეუდგინა;
✓ მართვის კომპანია ჩაერთო სახელმწიფო და საბანკო სექტორთან საინვესტიციო პროექტის მომზადება/წარდგენა/მოლაპარაკების პროცესში.
ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ, წარმოება 35 000 ტონამდე გაიზრდება.
კომპანია პირველად გაიტანს ექსპორტზე პროდუქციას.
პროექტის წარმატებით განხორციელება, აჭარის რეგიონში 2 წლის განმავლობაში, 5 მლნ დოლარი ინვესტიციის განხორციელებას უკავშირდება.

შენიშვნა: GGM-მა სრულად შეასრულა აღებული ვალდებულება, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, პროექტის განხორციელება შეაჩერა კომპანიის დამფუძნებელმა.