eng

მრავალბინიანი კორპუსის ექსპლუატაცია

დასრულებული

მოიცავს სერვისებს

01

კორპორატიული ფანდრაიზინგი

პროექტის ისტორია

GGM-მა სამშენებლო კომპანიის დაკვეთით, 2018 წლის აგვისტოში მართვაში აიღო ბათუმში მდებარე დასრულებული, ახალაშენებული საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შეყვანის პროცესი, რომელშიც ათეულობით ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა ობიექტი ექპსლუატაციაში არ იყო შეყვანილი.

GGM-ის გუნდმა მოაგვარა ყველა პროცედურული და ორგანიზაციული მხარე. მოწესრიგდა იურიდიული და ტექნიკური ხასიათის დოკუმენტაცია. კვალიფიციური სპეციალისტების და უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებების მონაწილეობით შემოწმდა და შეფასდა მშენებლობის ყველა ეტაპი, რაც საქართველოს კანონმდმებლობით ექვემდებარებოდა შეფასებას. მართვის კომპანიამ შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო კომპანიებისგან მიიღო საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციისთვის საჭირო ნებართვები/თანხმობები.
შედეგად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმატებით შევიდა ექსპლუატაციაში 2019 წელს, იანვრის თვეში.