eng
ვინ ვართ ჩვენ? წარმოება - კერკი მშენებლობა - USTA ტურიზმი - Travel In პრივილეგირებული აქცია რატომ გვენდობიან?

ვინ ვართ ჩვენ?

მართვის კომპანია GGM სააქციო საზოგადოებაა, რომელიც საქართველოში საქმიანობს, ჰყავს ძლიერი აქციონერები და ბიზნეს ჯგუფების, კომპანიების, პროექტების, ორგანიზაციების მართვის სფეროში 21 წლიანი გამოცდილების მქონე, ძლიერი გუნდი.

GGM-ის ბიზნეს ჯგუფი ფლობს შვილობილ კომპანიებს, რომლებიც საქმიანობენ წარმოების, მშენებლობის, ბიზნეს-ვაჭრობის და ტურიზმის სექტორში.

GGM-ის გუნდი საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის ქმნის სერვისებს: ბიზნესში ინვესტირება, დაფინანსების მოძიება, ბიზნეს ვაჭრობა, კრიზისის მართვა, ბიზნესის მენეჯმენტი.

წარმოება - კერკი

კერკი ქართული ბრენდია, რომელიც 2021 წლიდან მშრალ ხილს აწარმოებს. კერკი ფლობს მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოს მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

კ ე რ კ ი ს საწარმო ქმნის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც იყიდება საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ (გერმანია, ლიეტუვა).

საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სტანდარტები (ISO22000 და FDA).

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://kerki.ge/ka/ 


მშენებლობა - USTA

USTA მართვის კომპანია GGM-ის ბიზნეს ჯგუფში შემავალი სპეციალიზირებული სამშენებლო კომპანიაა, რომელიც მუშაობს ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, ინდუსტრიული ობიექტების, სასტუმროების, ოფისების, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის მიმართულებით.

GGM მართვაში ღებულობს სამშენებლო პროექტებს, როდესაც დაინტერესებულ პირებს აქვთ მიწის ნაკვეთი და მშენებლობის ნებართვა, თუმცა არ აქვთ საჭირო დაფინანსება, ან/და მშენებლობის გამოცდილება და ვერ ახერხებენ პროექტის დაწყებას (ან დაწყებულის დასრულებას). ასეთ პროექტებზე GGM-ის გუნდი მუშაობს საჭიროებისამებრ, ერთ-ერთი, ან რამდენიმე მიმართულებით: ა)პროექტის დაფინანსება; ბ)მშენებლობა (USTA); გ)გაყიდვები; დ)იურიდიული და ფინანსური ოპერაციები.

ტურიზმი - Travel In

GGM საქართველოში ტურიზმის სექტორში საჭირო, საინტერესო, კრეატიული და მასშტაბური პროდუქტების განვითარებაზე მუშაობს.

პროექტი Travel in გულისხმობს საქართველოში ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნას და აღმოჩენას, მათ შორის ინდუსტრიული ტურიზმის მიმართულებით.

 

პრივილეგირებული აქცია

მართვის კომპანია GGM სააქციო საზოგადოებაა, მას ჰყავს აქციონერები (ინვესტორები, პარტნიორები), რომლებიც GGM-ს ენდობიან და თანამშრომლობის ეს მოდელი სტაბილურად მზარდია.

ბიზნესში თანხის ინვესტირების (დაბანდების) მიმართულებით მართვის კომპანია GGM, გარანტირებული სარგებლის მიღების სწორი, დაცული და რისკებისგან დაზღვეული სისტემით მუშაობს.

ვისაც სურს ბიზნესში ინვესტირება, ისე რომ თანხა დაცული, სარგებელი გარანტირებული, ხოლო რისკები დაზღვეული იყოს, ხდება მართვის კომპანია GGM-ის პრივილეგირებული აქციის მფლობელი.


მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/S6H4r

რატომ გვენდობიან?

იმიტომ, რომ GGM თავისი პარტნიორების პროექტებს, პრობლემებს, საჭიროებებს მართავს, როგორც საკუთარს.

იმიტომ, რომ GGM არასდროს გასცემს ცრუ დაპირებებს. ყოველთვის ღებულობს ფაქტებზე დაფუძნებულ და შესრულებად გადაწყვეტილებებს.


იმიტომ, რომ GGM-ის გუნდისთვის საქმიანი რეპუტაცია და ავტორიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი და ღირებულებაა.

იმიტომ, რომ GGM-ის გუნდი ისეთი კრიზისული მდგომარეობიდანაც პოულობს გამოსავალს, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელია.

იმიტომ, რომ GGM თავის სარგებელს ღებულობს მაშინ, როცა დადგება შედეგი.

ჩვენი გუნდი

კომპანიის ისტორია

GGM -ისა და მისი შვილობილი კომპანიების ისტორია 2016 წლიდან იწყება. მართვის შედეგები ნახეთ დათარიღებულ ვიზუალურ სქემაზე.

ჩვენი მისია

It is a long established fact that a reader will be distracted by the readable content of a page when looking at its layout. The point of using Lorem Ipsum is that it has a more-or-less normal distribution of letters, as opposed to using 'Content here, content here. It is a long established fact that a reader will be distracted by the readable content of a page when looking at its layout. The point of using Lorem Ipsum is that it has a more-or-less normal distribution of letters, as opposed to using 'Content here, content here. The point of using Lorem Ipsum is that using.