eng

კრიზისში მყოფი, შეჩერებული მშენებარე ობიექტის წარმატებით მართვის ამბავი

GGM-მა 2016 წლის სექტემბერში მართვაში აიღო კრიზისში მყოფი, შეჩერებული მშენებარე ობიექტი (სრული ბიუჯეტი: 14 000 000 ლარი).

ობიექტის მდგომაროება GGM-ის მიერ მართვაში აღებამდე:

✔მშენებლობა 2015 წელს ამხანაგობამ დაიწყო, რომელსაც მთავრობამ 5001 კვმ მიწის ნაკვეთი და 1550000 ლარი გადასცა, ხოლო კერძო ინვესტორმა 1775960 ლარი;

✔ამხანაგობას მშენებლობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ ამოეწურა დაფინანსება და წარმოეშვა დავალიანებები ბეტონისა და არმატურის მიმწოდებელ კომპანიებთან, მშენებლობაზე დასაქმებულ პირებთან;

✔ დაფინანსების ამოწურვისთანავე სამუშაოები გაჩერდა (32-ის ნაცვლად აშენდა 8 სართული);

✔ამხანაგობის დამფუძნებლებს არანაირი შენატანი არ განუხორციელებიათ. ამხანაგობის კუთვნილი ბინების გარდა არსებული, სხვა ფართების გაყიდვების პროცესი შეწყდა, ხოლო უკვე გაყიდული ფართებიდან შემოსავალი იყო ძალიან მცირე;

✔ფინანსური დავალიანებების გამო ამხანაგობის წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო დავა. მშენებარე ობიექტს დაედო ყადაღა;

✔ამხანაგობამ ბევრ სამშენებლო კომპანიას შესთავაზა ობიექტის მართვაში აღება, საფინანსო ინსტიტუტებს სთხოვა დაფინანსება, თუმცა შეჩერებული მშენებარე ობიექტით არავინ დაინტერესდა;

✔ამხანაგობას მოუწესრიგებელი ჰქონდა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტები. ობიექტი არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ბინები არ იყო განშლილი. სამშენებლო პროექტი იყო მშენებარე ობიექტთან (უკვე აშენებულ კონსტრუქციებთან) შესაბამისობაში მოსაყვანი;

✔შეჩერებული მშენებლობის მხარდაჭერას სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ ახერხებდნენ, რადგან მსგავსი სახის ობიექტის დაფინანსება (შეჩერებული მშენებლობის დასრულება) არცერთი სახელმწიფო დაწესებულების კომპეტენციას არ წარმოადგენდა.

 

ობიექტის მდგომაროება GGM-ის მიერ მართვაში აღების შემდეგ (ოქტომბერი, 2016)

✔მოგვარდა ყველა სახის ფინანსური დავალიანება. დასრულდა სასამართლო დავა და მშენებარე ობიექტს მოეხსნა ყადაღა;

✔კომპანიამ აიღო მშენებარე ობიექტების დასრულების ვალდებულება, ხოლო სანაცვლოდ გადაეცა ამხანაგობის კუთვნილი 208 ბინის გარდა დარჩენილი ფართები და ობიექტზე არსებული მოწყობილობა-დანადგარები;

✔მშენებარე ობიექტის მართვაში აღებისთანავე განახლდა მშენებლობის პროცესი (მშენებლობას ახორციელებს GGM-ის შვილობილი კომპანია G2);

✔ამხანაგობის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 208 ბინა;

✔რადგანაც ფართების საცალო გაყიდვებით შეუძლებელი იყო მშენებლობის დასრულება, ამხანაგობასთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, კომპანიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიჰყიდა 164 ბინა;

✔შედეგად, მშენებარე ობიექტში ამხანაგობის საკუთრებაში დარეგისტრირდა 208 ბინა, 164 ბინა გადაეცა სამინისტროს, ხოლო დარჩენილი ფართები დარჩა კომპანიის საკუთრებაში;

✔მშენებლობის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით კომპანიამ შეთანხმებას მიაღწია სს “ტერა ბანკთან’’, რომელმაც 100%-ით დააფინანსა მშენებლობა;

✔მშენებლობის პროცესს აქტიურად ამოწმებენ/აფასებენ შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებები და ლიცენზირებული კომპანიები. მშენებლობის ყველა ეტაპი მაღალი ხარისხით ფასდება.


შენიშვნა: მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში დასრულდა და საცხოვრებელი სახლები 2018 წლის ნოემბერში (დაგეგმილთან შედარებით 5 თვით ადრე) შევიდა ექსპლუატაციაში.