eng

ბიზნესში ინვესტირების 5 მოდელი

GGM-თან თანამშრომლობით განიხილება ბიზნესში ინვესტირების შემდეგი შესაძლებლობები, ინსტრუმენტები და გარანტიები:

N1. საქართველოში მოქმედ ბიზნესში ინვესტიციის განხორციელება შეუძლია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
N2. GGM-თან თანამშრომლობით შესაძლებელია ინვესტირება 30 000 000$-მდე (ერთი, ან რამდენიმე პროექტის ფარგლებში).
N3. ერთი ინვესტორი (ფიზიკური პირი, ან კომპანია) ერთდროულად შესაძლებელია იყოს რამდენიმე ბიზნესის ინვესტორი.
N4. ინვესტირებული თანხის გარანტიის 7 სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენება პრაქტიკაში (ინვესტორის მოთხოვნის შესაბამისად). მაგალითად: უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, საბანკო/სადაზღვევო კომპანიის გარანტია, ბიზნესის/კომპანიის წილით უზრუნველყოფა, ბიზნესში პარტნიორად შესვლა და ა.შ.
N5. საინვესტიციო თანამშრომლობა იწყება ინვესტორსა და GGM-ს შორის ხელშეკრულების გაფორმებით, რომლის ფარგლებშიც GGM-ის გუნდი ინვესტორისთვის ეძებს სასურველ ბიზნესს, აწარმოებს მოლაპარაკებებს, ინვესტორის მითითებით აკეთებს შეფასებას და პროცესს ასრულებს ინვესტორსა და ბიზნესის დამფუძნებელს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებით.

მართვის კომპანია GGM ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო მოლაპარაკება შედეგით დასრულდა, ანუ ინვესტიციის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და დაიწყო ინვესტიციის პირველი ნაწილის ამოქმედება (GGM-ის მომსახურების ღირებულება დამკვეთთან შეთანხმებით განისაზღვრება).

შედეგები ციფრებში: GGM-ის გუნდის მხარდაჭერით, 2023 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში, სხვადასხვა მოდელით, 19 ბიზნესპროექტში განხორციელდა ინვესტირება (ინვესტორები: საფინანსო ინსტიტუტები, ფიზიკური პირები).

მართვის კომპანია GGM-ის ოფისები: თბილისი, თამარაშვილის 13 / ბათუმი, ჭავჭავაძის 107
დაკავშირება: ელ ფოსტა: [email protected] / ვებ გვერდი: www.ggm.ge / ტელ.: 032 2 55 50 50