eng

ბიზნესისთვის დაფინანსების (სესხი, გრანტი) მოძიების ეტაპები

ბიზნესისთვის დაფინანსების (სესხი, გრანტი) მოძიების პროცესი მოიცავს 5 ეტაპს:

ეტაპი N1: დაინტერესებული ბიზნესის საჭიროებების შეფასება და მისი დაფინანსების შესაძლებლობის დიაგნოსტირება (ანუ, გარკვევა, რამდენად შესაძლებელია სესხის ან/და გრანტის მოძიება).

ეტაპი N2: ბიზნესის საჭიროების შესაბამისი დაფინანსების წყაროების (დონორი, ბანკი) მოძიება და მათი პროდუქტების შესაბამისობის შეფასება (რამდენად შეესაბამება დონორის/ბანკის პროდუქტი აღნიშნული ბიზნესის საჭიროებებს).

ეტაპი N3: ბიზნესის დამფუძნებელთან, ან ხელმძღვანელთან თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება და ,,დაფინანსების მოძიების შესახებ’’ ხელშეკრულების გაფორმება.

ეტაპი N4: ბიზნესმოდელის (ბიზნესგეგმის), ან/და საგრანტო განაცხადის გაკეთება: კვლევა, ანალიზი, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დოკუმენტაციის შექმნა (იმ სტანდარტის მიხედვით, რასაც ითხოვს კონკრეტული ბანკი, ან დონორი).

ეტაპი N5: დაფინანსების (გრანტი, სესხი) მოძიების მიზნით განაცხადის წარდგენა და დაფინანსების გამცემ ორგანიზაციებთან (ბანკი, დონორი) აქტიური კომუნიკაცია/ლობირება ბიზნესის დაფინანსების მიზნით.

თანამშრომლობის პირობები:

✓ მართვის კომპანია GGM ბიზნესისთვის დაფინანსების (გრანტი, სესხი) მოძიებაზე მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი მოქმედია (ან, არსებული ბიზნესის ახალი პროექტია) და საჭირო გრანტის ბიუჯეტი 100 000 ლარზე, ხოლო სესხის ბიუჯეტი 500 000 ლარზე მეტია.

✓ მართვის კომპანია GGM ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის ბიზნესი დაფინანსდება (გრანტი, ან/და სესხი).

შედეგები ციფრებში:

GGM-ის მხარდაჭერით 28 პროექტი დაფინანსდა, ჯამურად 92 822 042 ლარით.
მათ შორის:

გრანტი: 4 028 303 ლარი
იაფი სესხი: 31 563 236 ლარი
სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმი: 33 999 790
სესხი საფინანსო ინსტიტუტებიდან: 23 230 713

მართვის კომპანია GGM-ის ოფისები: თბილისი, თამარაშვილის 13 / ბათუმი, ჭავჭავაძის 107
დაკავშირება: ელ ფოსტა: [email protected] / ვებ გვერდი: www.ggm.ge / ტელ.: 032 2 55 50 50