eng

ინვესტიციის მოძიების მოდელები

ინვესტიციის მოძიების შესაძლო მოდელები და ინსტრუმენტები:

ინვესტირების მოდელი N1: ინვესტორი კონკრეტულ ბიზნესში ახორციელებს ინვესტიციას, ისე რომ მართვაში არ მონაწილეობს.
ინვესტირების მოდელი N2: ინვესტორი ბიზნესის დაფინანსებასთან ერთად, კომპანიის/პროექტის მართვაშია ჩართული.

ინვესტიციის ვადა/პირობა: ინვესტიცია შესაძლებელია იყოს ვადიანი (პირობადადებული), ანუ ინვესტორი აძლევს კომპანიას ბიზნესის გამოსყიდვის უფლებას (მაგალითად: თუ 2023 წლის დეკემბერში განხორციელდება 5 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია, ინვესტიციის მიმღებ ბიზნესის დამფუძნებელს 2025 წლის 1 იანვარს 5 500 000 აშშ დოლარით შეუძლია ინვესტორისგან ბიზნესის წილის გამოსყიდვა).

ინვესტიციის საგარანტიო პირობები: ბიზნესის წილი, საბანკო/სადაზღვევო გარანტია.
საინვესტიციო ბიუჯეტი: 100 000$-დან - 50 000 000$ საინვესტიციო პარტნიორობის მოლაპარაკების სრულ ციკლს მართავს GGM-ის გუნდი: პროექტის შეფასება, ბიზნესმოდელის გაკეთება, ინვესტორებთან მოლაპარაკება, ხელშეკრულების გაფორმება, რეპორტინგი.

GGM ანაზღაურებას ღებულობს მხოლოდ მოზიდული ინვესტიციის შემთხვევაში (ინვესტიციის ბიუჯეტის %, რომელზეც მხარეები წინასწარ თანხმდებიან).

შედეგები ციფრებში: 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, GGM-ის გუნდის მხარდაჭერით, 5 ბიზნესპროექტი დაფინანსდა ფიზიკური პირი ინვესტორის მიერ, მათ შორის 3 საქართველოს მოქალაქე ინვესტორია. GGM-ს ჰყავს პარტნიორი, 7 ქართველი და 2 უცხოელი ინვესტორი ფიზიკური პირი, რომლებიც მზად არიან დააფინანსონ ჯამში 30 მლნ ბიუჯეტის მქონე პროექტები.

მართვის კომპანია GGM-ის ოფისები: თბილისი, თამარაშვილის 13 / ბათუმი, ჭავჭავაძის 107
დაკავშირება: ელ ფოსტა: [email protected] / ვებ გვერდი: www.ggm.ge / ტელ.: 032 2 55 50 50