eng

კორპორატიული ფანდრაიზინგის ეტაპები

კორპორატიული ფანდრაიზინგის (სესხი, გრანტი, ინვესტიცია) პროცესი მოიცავს 7 ეტაპს:

ეტაპი N1: კორპორატიული ფანდრაიზინგის ხელშეკრულების გაფორმება, სადაც აისახება კორპორატიული ბიზნესპარტნიორის კუთვნილი კომპანიები და პროექტები, რომელთა  დაფინანსების მოძიებაზეც მუშაობს GGM.
ეტაპი N2: კორპორატიული ბიზნესის არსებული დაფინანსების წყაროების შეფასება (რა სესხები აქვს, როგორი პირობებით და ა.შ.) და უკეთესი შესაძლებლობების გზების ძიება.
ეტაპი N3: კორპორატიული ბიზნესის ახალი მიმართულებების და საჭიროებებისთვის ბიზნესმოდელების/საგრანტო განაცხადების (სადაც შესაძლებელია) გაკეთება: კვლევა, ანალიზი, სტატისტიკის შეგროვება, დოკუმენტაციის შექმნა (იმ სტანდარტის მიხედვით, რასაც ითხოვს კონკრეტული ბანკი, ან დონორი).
ეტაპი N4: ბანკებთან, საინვესტიციო ფონდებთან, დონორებთან, ინვესტორებთან კომუნიკაცია კორპორატიული ბიზნესის არსებული დაფინანსების უკეთესით ჩანაცვლების, ან/და ახალი დაფინანსების მოძიების მიზნით (შესაძლებლობის მიხედვით: სესხი, გრანტი, ინვესტიცია).
ეტაპი N5: კორპორატიული ბიზნესის დაფინანსების მიზნით წარდგენილი განაცხადების ლობირება, განხილვის პროცესებში ჩართულობა, საჭიროებისამებრ საკითხების დაზუსტება, დამატებითი დოკუმენტების წარდგენა და დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში კორპორატიული ბიზნეს პარტნიორის ინტერესების დაცვა.
ეტაპი N6: დაფინანსების მოძიების შემდეგ, კორპორატიული ბიზნეს პარტნიორის სახელით, ბანკებთან, დონორებთან, საინვესტიციო ფონდებთან საკითხების შეთანხმება და ანგარიშების გაგზავნა იმ სტანდარტით (ფორმატი, ენა, ვადები), როგორც საინვესტიციო ფონდები და დონორები ითხოვენ.
ეტაპი N7: საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული, დაფინანსების შესაძლებლობების (გრანტი, იაფი სესხი, ინვესტორი) მუდმივი კვლევა, ანალიზი და კორპორატიული ბიზნეს პარტნიორისთვის გამოსადეგი გრანტის, სესხის, ინვესტიციის შეთავაზება (მაგალითად: როგორც კი გამოჩნდება საწარმოს დანადგარების შეძენისთვის გრანტის მიღების შესაძლებლობა, GGM შესთავაზებს ამ შესაძლებლობას პარტნიორ საწარმოს).

GGM პორტფელურ კომპანიებთან თანამშრომლობის ფორმატში ანაზღაურებას ღებულობს, მხოლოდ პორტფელური კომპანიისთვის მოზიდული ფულადი რესურსების (გრანტი, სესხი, ინვესტიცია) შემთხვევაში.

შედეგები ციფრებში: 2023 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, GGM კორპორატიული ფანდრაიზინგის ფორმატით მომსახურებას უწევს 13 კომპანიას. მათ შორის: 5 სამშენებლო კომპანია, 2 საწარმო, 3 მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანია (ტურიზმი, სამედიცინო სერვისები), 3 ბიზნესასოციაცია.

მართვის კომპანია GGM-ის ოფისები: თბილისი, თამარაშვილის 13 / ბათუმი, ჭავჭავაძის 107
დაკავშირება: ელ ფოსტა: [email protected] / ვებ გვერდი: www.ggm.ge / ტელ.: 032 2 55 50 50