eng

GGM-ი ქედაში ხილის საწარმოს აკეთებს

მართვის კომპანია GGM ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომლის შედეგადაც საქართველოში მოყვანილი ხილი და კენკროვნები შეგროვდება და დამუშავდება. პროექტის ფარგლებში ამოქმედდება საწარმო, სადაც მომზადდება სხვადასხვა მშრალი ხილი, თანამედროვე სტანდარტების შეფუთვით (ჩირი, ტყლაპი, ცუკატი, თხილეული, ჩურჩხელა). 

მართვის კომპანია GGM-მა უკვე შეისყიდა მიწის ნაკვეთი ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც 2020 წლის აგვისტოში იგეგმება საწარმოს მშენებლობის დაწყება. პროექტზე მომუშავე გუნდმა ასევე მოაწყო მცირე საწარმო ბათუმში, სადაც სატესტო რეჟიმის პირობებში 75-ზე მეტი დასახელების პროდუქცია (ჩირი, ტყლაპი, ცუკატი, თხილეული, ჩურჩხელა) მზადდება. ამ ეტაპზე მოწვეულ ექსპერტებთან ერთად აქტიურად ტარდება კვლევები, ზუსტდება ტექნიკური საკითხები, მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების მოძიების (გრანტი, სესხი, ინვესტიცია), მარკეტინგული მიდგომების შექმნის და სახელმწიფო პროგრამებთან პროექტის ინტეგრირების მიმართულებით.

საწარმოს ამოქმედება 2021 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.