eng

როგორ შეცვალა გასაუბრებაზე მიღებულმა ერთმა უარმა ჩემი ცხოვრება

ფოტო: ქეროლ იეპესი

ყველაფერი დაიწყო ერთი ადამიანის ნათქვამით, წადი და კარგად დაფიქრდი, რის კეთება გინდა ცხოვრებაში.

ბრაიან დე ჰააფი, მმართველი ,,Aha"! - მსოფლიოს №1  პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია

ეს იყო გვიანი 1990-იანი წლები, როდესაც სან-ფრანცისკოში, პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში გასაუბრებაზე მივედი. დამსაქმებელი მენეჯერი მაქსიმალურად ცდილობდა ჩემს დარწმუნებას, რომ პროგრამული მართვის სფეროში ძალიან კარგი კანდიდატი ვიყავი. თუმცა მისგან განსხვავებით, მე დარწმუნებული არ ვიყავი ჩემს შესაძლებლობებში. სწორედ მაშინ, როდესაც მენეჯერმა შემატყო, როგორ ვორჭოფობდი, მითხრა ის, რამაც შემდეგ შეცვალა ჩემი მომავალი.

„შენ იქნებოდი არაჩვეულებრივი კადრი ამ პოზიციაზე. პროგრამული პროდუქტების მენეჯერი ხომ ერთგვარად კომპანიის ძრავაა. მაგრამ მე ვფიქრობ, შენი როლი ამ საქმეში ჯერ ვერ წარმოგიდგენია, ამიტომ, უმჯობესია, წახვიდე და დაფიქრდე, რეალურად სად ხედავ შენს თავს".

თქვენ შესაძლოა ფიქრობთ, რომ საუკეთესო რჩევა ჩემს ცხოვრებაში იყო ის, თუ როგორ გამიშვა გასაუბრებიდან ერთ დღეს დამსაქმებელმა და მირჩია, კარგად დავფიქრებულიყავი საკუთარ მომავალზე. გაგიკვირდებათ და ეს ნამდვილად ასეა!

უფრო მეტიც, მე მაშინ ვუსმენდი მას და ვიაზრებდი, რომ მართალი იყო. იმ დროს არც კი მქონდა გაცნობიერებული პროდუქტის მენეჯერის როლი და ის ფაქტი, რომ ისინი მართავენ იმ კომპანიების მომავალს, სადაც მუშაობენ. სწორედ იმ სიტყვებმა განაპირობა ჩემი კარიერა. დღეს ვარ პროგრამული პროდუქტების მენეჯერი, "Aha!"-ს თანადამფუძნებელი და მმართველი.

ეს იყო რჩევა, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება, გახდა ჩემი კრედო მაშინაც კი, როცა უკვე ხელმძღვანელი გავხდი. ყოველდღიურად, ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს შეხვედრა და საუბარი იმაზე, თუ სად ხედავენ ისინი თავიანთ მომავალს. ჩემი რჩევა იგივე რჩება - ეს  შენზეა დამოკიდებული, გადაწყვიტო, რას ისახავ მიზნად ცხოვრებაში.

გასაუბრებაზე მიღებულმა მაშინდელმა რჩევამ გამაცნობიერებინა, თუ რა დამოკიდებულება მაქვს ახლა ჩემი საქმის მიმართ. აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საქმე არის მენტორობა. მე ვუსმენ და ვეხმარები ადამიანებს იმის აღმოჩენაში, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის. ასე ვიქცევი მეგობართანაც, როცა მეკითხება რჩევას კარიერაზე და ამ საქმეს ვაკეთებ ჩემს არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად. ვზრუნავ იმაზე, რომ "Aha!"-ს გუნდი მუშაობდეს ერთად საერთო მიზნების განხორციელებისთვის.

რა თქმა უნდა, მინდა ვიყოთ ძალიან წარმატებულები, მაგრამ უფრო მეტად ვზრუნავ იმაზე, რომ გუნდის თითოეული წევრი აკეთებდეს იმას, რაც მას რეალურად უნდა. ცხოვრება ხანმოკლეა და ყველა იმსახურებს, იყოს ბედნიერი სამსახურში და გახდეს უკეთესი ყოველი ახალი დღის შემდეგ.

დამსაქმებელმა მენეჯერმა, რომელმაც მაშინ ასეთი კარგი რამ მირჩია, იზრუნა ჩემს კარიერულ განვითარებაზე. ზუსტად იმ რჩევას ვითვალისწინებ ახლაც და ამ გამოცდილებას ვუზიარებ უკვე სხვა ადამიანებს.

,,გადაუხადო სიკეთით სხვას'' არის ჩემი, როგორც  "Aha"!-ს მმართველის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ასევე იმ იდეის განხორციელება, რომ მუდმივად უნდა გადააფასო შენი შესაძლებლობები კარიერაში. გააცნობიერო ის, თუ რატომ ხარ მნიშვნელოვანი იმ კონკრეტულ საქმეში, რომლის კეთებაც გადაწყვიტე. ნებისმიერი რჩევა შეიძლება გახდეს შენთვის ერთგვარი ბიძგი, დაუსვა საკუთარ თავს ისეთი რთული კითხვები, როგორიცაა: სად მივდივარ და რატომ? პასუხები გიჩვენებთ გზას.


წყარო: Aha! Blog