eng

რესტორნის რებრენდინგი

GGM-მა მართვაში აღების შემდეგ რებრენდინგი განახორციელა რესტორან "ბათუმარანში".

• შემუშავდა კვების ობიექტის განვითარების ახალი - "აჭარული სუფრის" კონცეფცია;
• მომზადდა სამოქმედო გეგმა;
• შემუშავდა მარკეტინგული სტრატეგია;
• დაინერგა რისკების მართვის სისტემა;
• სტრატეგიულ ამოცანად განისაზღვრა კვების ობიექტის შემოსავლებისა და შესაბამისად, მოგების 50%-ის ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ამ დინამიკის არანაკლებ 3 ციკლის (განვითარების დინამიკა - 3 წელი) უწყვეტად შენარჩუნება;

რესტორანმა 2019 წლის 1 ივნისიდან ახალი კონცეფციით დაიწყო მუშაობა.

"ბათუმარანში" წარმოდგენილია ტრადიციული აჭარული სამზარეულო, მათ შორის მივიწყებულ რეცეპტებზე მომზადებული კერძები, აჭარაში დაწურული ღვინისა და გამოხდილი ჭაჭის მრავალი სახეობა. ასევე რესტორნის პირველ სართულზე მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე.

რესტორნის გუნდის სურვილია, სტუმრებს გააცნოს აჭარული სტუმარ-მასპინძლობის და ადგილობრივი კულინარიის ნაკლებად ცნობილი ტრადიციები.

რესტორანი "ბათუმარანი" ბათუმში, ვ.გორგასლის №111-ში მდებარეობს.

კვების ობიექტი მართვაში GGM-მა 2018 წლის იანვარში აიღო.