eng

ევროკავშირის ელჩი "კერკის" საწარმოში

"სოფელი დგას მკაფიო გამოწვევების წინაშე, რომლის დახმარებასაც ვცდილობთ" - აღნიშნა დღეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, როდესაც ქედაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ეცნობოდა.

ევროკავშირის ელჩმა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში, GGM-ის მშრალი ხილის საწარმოში, სატესტო რეჟიმში მიმდინარე სამუშაო პროცესი და დანადგარები მოინახულა, რამდენიმე სახეობის პროდუქცია დააგემოვნა და ჩურჩხელაც ამოავლო. ➠ ვიზიტის ამსახველი ფოტო მასალა.

საწარმო ქართველ მომხმარებელს ჩირს, ტყლაპს, ცუკატს, ჩურჩხელას და დაფასოებულ თხილეულს შესთავაზებს. 

მშრალი ხილის ახალი ბრენდი „კერკი“ ბაზარზე 2021 წელს, წინასაახალწლოდ გამოჩნდება.
საწარმოში ტესტირების ეტაპზე 25 ადამიანია დასაქმებული, ხოლო წარმოების პროცესის დაწყების შემდეგ დასაქმდება, არანაკლებ, 35.

ინვესტიციის სრული მოცულობა 700 000 აშშ დოლარია.

პროექტის მხარდამჭერი, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებია:
ევროკავშირი (ENPARD / ქედა ლიდერი);
სოფლის განვითარების სააგენტო (RDA);
აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგროსერვის ცენტრი;
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა (CNFA საქართველო);
სს თიბისი ბანკი