eng

ქაღალდის ჭიქების საწარმო

დასრულებული

მოიცავს სერვისებს

01

ინვესტიციის მოძიება

პროექტის ისტორია

პროექტის ფარგლებში, რომელიც GGM-მა განახორციელა, დაგეგმილი იყო ქაღალდის ჭიქების საწარმოს მოწყობა, რომელიც წარმოებდა ოთხი მოცულობის (100 მლ., 150 მლ., 175 მლ., 200 მლ.), ცივი და ცხელი დანიშნულების ქაღალდის ერთჯერადიჭიქების წარმოებას. კომპანიამ ახლი პროექტის განსახორციელებლად შეისყიდა დამატებით მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, სადაც დაიგეგმა საწარმოს გაკეთება.
 
GGM-მა, დამკვეთი კომპანიის წარმომადგენლების ჩართულობით, გააკეთა ყველა საჭირო კვლევა, დაამუშავა ქაღალდის ჭიქების წარმოების სამეცნიერო წყაროები, ანალიზი გაუკეთა კონკურენტების პროდუქტებს, ააწყო სრული ბიზნესმოდელი და საფინანსო ინსტიტუტებთან აქტიური კომუნიკაციით მიაღწია სასურველ შედეგს: პროექტისთვის მოიძია საჭირო დაფინანსება (იაფი სესხი).
 
პროექტის სრული ბიუჯეტი: 715 000 ლარი.