მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ბიზნესპროექტი
მიმდინარე
მოიცავს სერვისებს
01
პროექტის მართვა
02
დაფინანსების მოძიება
პროექტის ისტორია
მართვის კომპანია GGM-ის გუნდი საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნეს ჯგუფის ბიზნესპროექტის დამუშავების და იაფი ფინანსური რესურსების მოძიების სრულ პროცესს მართავს.
ბიზნესპროექტი ჯანდაცვის სფეროში, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო დარგში განხორციელდება (მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ონკო დაავადებების დიაგნოსტირება).
დამუშავდა პროექტის ყველა კომპონენტი, შეფასდა ბიზნეს ჯგუფის ბოლო 3 წლის მუშაობის შედეგები, პროგრამული და ფინანსური მდგომარეობა, გაკეთდა რისკების ანალიზი, განისაზღვრა ახალი პროექტის მომგებიანობა, დაფინანსების შესაძლო წყაროები და მომზადდა პროექტის 4 წლის გეგმა.
პროექტი უკვე წარდგენილია საფინანსო ინსტიტუტებში და შემუშავებულია შეღავათიანი (იაფი) რესურსების მოძიების გეგმა.
პროექტის სრული ბიუჯეტი - 3.5 მლნ. აშშ დოლარი.