მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ბიზნესპროექტი
მართვის კომპანია GGM-ის გუნდმა საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნეს ჯგუფის ბიზნესპროექტის დამუშავების და იაფი ფინანსური რესურსების მოძიების სრული პროცესის მართვა წარმატებით განახორციელა. ბიზნესპროექტი ჯანდაცვის სფეროში, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო დარგში ხორციელდება (მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ონკო დაავადებების დიაგნოსტირება).
GGM-ის ამოცანა იყო ბიზნესმოდელის დამუშავება, ახალი პროექტის კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების შესრულება, საჭირო დაფინანსების მოძიება და შეღავათიანი (იაფი) რესურსების მოძიების სრული ციკლის მართვა. პროექტი წარედგინა საფინანსო ინსტიტუტებს და შემუშავდა შეღავათიანი (იაფი) რესურსების მოძიების გეგმა.
პროექტი სამ საფინანსო ინსტიტუტში 70 დღის განმავლობაში განიხილებოდა. 2020 წლის ნოემბერში კი პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთმა ბანკმა. ამავდროულად, პროექტი ჩაერთო იაფი რესურსების ხელმისაწვდომობის პროგრამაში (სესხის %-ის თანადაფინანსება).
პროექტის სრული ბიუჯეტი - 10 000 000 ლარი
მოიცავს სერვისებს
დაფინანსების მოძიება
ბიზნეს ვაჭრობა
პროექტების ისტორია