ინვესტორის შემოყვანა ბიზნესში
საქართველოში მოქმედ ბიზნესს მიმდინარე პროქტის განხორციელებისთვის სჭირდებოდა
დაფინანსების მოძიება, თუმცა ბანკებში წარმოებული კონსულტაციები უშედეგოდ
მთავრდებოდა, რადგანაც ბანკები ითხოვდნენ ფინანსურ თანამონაწილეობას (ბიზნესის
მხრიდან თანადაფინანსებას), ხოლო ბიზნესის დამფუძნებლებს ამ ეტაპზე არ გააჩნდათ
თავისუფალი ფულადი თანხა.
GGM-ის გუნდმა გააკეთა ბიზნესის დიაგნოსტირება, დაამუშავა ბიზნესგეგმა, დაფინანსების
ძირითადი ნაწილი (70%) შეათანხმა საქართველოში მოქმედ, ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან,
ხოლო თანადაფინანსების მიზნით კომპანიაში პარტნიორად შეიყვანა ფიზიკური პირი
ინვესტორი.
შედეგად, პროექტი სრულად დაფინანსდა და კომპანია უკვე აქტიურად მუშაობს.
ინვესტიციის მოცულობა: 2 700 000 ლარი