ავეჯის საწარმოს გაძლიერების პროექტი
GGM მართავს საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ავეჯის საწარმოს გაძლიერების პროექტს, რომელიც გულისხმობს წარმოების ხარისხის გაუმჯობესების და წარმადობის გაზრდის მიზნით ახალი მანქანა- დანადგარების შერჩევას, მოძიებას და შესყიდვის მიზნით საჭირო დაფინანსების (გრანტი) მოძიებას.
პროექტის ფარგლებში დამუშავდა ბიზნესმოდელი, შერჩეულ იქნა საჭირო მახასიათებლების მანქანა-დანადგარები, მომზადდა საგრანტო განაცხადი და წარედგინა დონორს. GGM-ის გუნდმა პროექტი წარმატებით დაასრულა. საჭირო დაფინანსება (გრანტი) მოძიებული, ხელშეკრულება გაფორმებული და დანადგარები შესყიდულია.