eng

წიაღისეულის საბადოს მართვა

დასრულებული

GGM-მა მართვაში აიღო კომპანია, რომელსაც გააჩნდა ანდეზიტ-დაციტის კარიერის ლიცენზია.

მართვაში არსებული კომპანია 2001 წლიდან ახდენდა ბუნებრივი ქვის დამუშავებას და რეალიზაციას, თუმცა ეს საქმიანობა კუსტარული წარმოების ზღვარს ვერ გასცდა. კომპანიამ, 2016 წელს მოიპოვა 135 000 კუბი ანდეზიტი-დაციტის, როგორც ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, თუმცა სამუშაოების წარმოების დაწყება ვერ მოახერხა. 
 
GGM-მა მართვაში აღებისთანავე შეიმუშავა კომპანიის მართვის დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს ორ სტრატეგიულ მიმართულებას: 
✓ ბუნებრივი წიაღისეულისგან მიღებული პროდუქციის მსხვილი შემსყიდველის მოძიება, რაც კომპანიის გაძლიერების მთავარი წინაპირობაა; 
✓ ბუნებრივი წიაღისეულის სხვადასხვა ფორმით დამუშავებისა და რეალიზაციის შესაძლებლობების ანალიზი (მოსაპირკეთებელი ქვების წარმოება, ქვიშა-ღორღის წარმოება). 

GGM-მა სრულად შეასრულა ამოცანა. პროექტის მართვის გუნდმა მოიძია პროდუქციის შემსყიდველი, შეთანხმდა ფასი, პირობები და გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.

მოიცავს სერვისებს

01

ბიზნეს ვაჭრობა

02

ბიზნესის მენეჯმენტი

პროექტების ისტორია