რესტორნის რებრენდინგი
მოიცავს სერვისებს
დაფინანსების მოძიება
კორპორატიული ფანდრაიზინგი
ბიზნესში ინვესტირება
პროექტის ისტორია
2018 წლის იანვარში, GGM-მა მართვაში აიღო ბათუმში, ვ.გორგასალის №111-ში მდებარე რესტორანი "ბათუმარანი".
მართვაში აღების შემდეგ:
▪ შემუშავდა კვების ობიექტის განვითარების კონცეფცია და მომზადდა სამოქმედო გეგმა;
▪ სტრატეგიულ ამოცანად განისაზღვრა კვების ობიექტის შემოსავლებისა და შესაბამისად, მოგების 50%-ის ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ამ დინამიკის არანაკლებ 3 ციკლის (განვითარების დინამიკა - 3 წელი) უწყვეტად შენარჩუნება;
▪ დაიგეგმა კვების ობიექტის რებრენდინგი;
▪ შემუშავდა მარკეტინგული სტრატეგია;
რესტორანმა ''ბათუმარანმა’’ 2019 წლის 1 ივნისიდან ახალი კონცეფციით დაიწყო მუშაობა.
წარმოდგენილია ტრადიციული აჭარული სამზარეულო, მათ შორის მივიწყებულ რეცეპტებზე მომზადებული კერძები, აჭარაში დაწურული ღვინისა და გამოხდილი ჭაჭის მრავალი სახეობა.
რესტორნის გუნდის სურვილია, სტუმრებს გააცნოს აჭარული სტუმარ-მასპინძლობის და ადგილობრივი კულინარიის ნაკლებად ცნობილი ტრადიციები.