eng

მსხვილბიუჯეტიანი კრიზისული პროექტის მართვა

დასრულებული

მოიცავს სერვისებს

01

კორპორატიული ფანდრაიზინგი

02

ინვესტიციის მოძიება

03

ბიზნესში ინვესტირება

პროექტის ისტორია

მართვის კომპანია GGM-მა მსხვილბიუჯეტიანი ბიზნესპროექტის კრიზისი დაძლია.

GGM-მა მართვაში აიღო 11 წლის უკან, აგვისტოს ომის შემდგომი ეკონომიკური კრიზისის დროს შეჩერებული მშენებლობა, მოაგვარა ყველა ორგანიზაციული, იურიდიული, ტექნიკური და ფინანსური საკითხები. დაამუშავა პროექტის მომგებიანობის ფინანსური მოდელი, შეუთანხმდა, როგორც სახელმწიფო უწყებებს, ასევე პროცესით დაზარალებულ ოჯახებს (ბინების მესაკუთრეები, რომელთაც 11 წლის უკან თანხა გადაიხადეს, მაგრამ ობიექტი არ აშენდა).
სწორად დამუშავებული პროექტი "სს ტერა ბანკმა" დააფინანსა. მშენებლობა დასრულდა, ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში და პროცესით ყველა მხარე კმაყოფილია.

GGM-ის მიერ მართვაში აღებამდე ობიექტი იყო კრიზისში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერებული ობიექტის მხოლოდ 1 სართული იყო აშენებული. შეჩერებულ ობიექტს ჰყავს 48 დაზარალებული ოჯახი, რომელიც ბინას, ან ზიანის ანაზღაურებას თერთმეტი წლის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა. შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში გრძელდებოდა სასამართლო დავები, სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოებში მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესები, თუმცა შეჩერებული მშენებლობის გაგრძელება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, დაზარალებულებიც ვერ დაკმაყოფილდნენ. ბევრი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ან ნათესავებთან ცხოვრობდა. 

GGM-ის მიერ მართვაში აღების შემდეგ მოგვარდა ყველა სახის იურიდიული და ფინანსური პრობლემა, განახლდა სამშენებლო პროექტი, გაგრძელდა 11 წლის უკან შეჩერებული მშენებლობა და დასრულდა.
მართვის კომპანია GGM-მა აიღო ვალდებულება, რომ დააკმაყოფილებს ყველა დაზარალებულს, ვისაც შესყიდული აქვს გარკვეული ფართი (დაზარალებულებს საკუთრების უფლებით გადაეცემათ მათ მიერვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისი და გადახდილი თანხების პროპორციული საცხოვრებელი ფართები). შეჩერებული მშენებლობა 2019 წლის მარტში განახლდა. საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში 2022 წლის აპრილის თვეში შევიდა.

პროექტის სრული ბიუჯეტი: 1.9 მლნ აშშ დოლარი.