eng

ბიზნესვაჭრობა / Business Trade

მიმდინარე

GGM-ის გუნდი პარტნიორებთან ერთად მუშაობს ახალ პროექტზე (Business Trade), რომელიც საქართველოში მოქმედი ბიზნესის დამფუძნებლებს და მმართველებს დაეხმარება სტრატეგიულად მნიშნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში.
პროექტი ბიზნესის დამფუძნებლებს და მმართველებს დაეხმარება მოქმედი ბიზნესის ყიდვა-გაყიდვაში, პარტნიორის მოძიებაში და ზოგადად, ბიზნესვაჭრობის მიმართულებით როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთ კავშირების დამყარებაში.
პროექტი საქართველოში აამუშავებს ,,ბიზნესბროკერის’’ ინსტიტუტს, რაც ბიზნესვაჭრობაში მონაწილე მხარეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს გადაწყვეტს (ბიზნესის დამფუძნებელი, ან/და მმართველი დაუკვეთავს ბიზნესბროკერს მისი ინტერესის შესაბამისი ბიზნესის/პროექტის მოძიებას, შეფასებას და შესყიდვას, ან არსებული ბიზნესის სრულად/ნაწილობრივ გაყიდვას, ან საჭიროებისამებრ პარტნიორის/ინვესტორის მოძიებას).
საქართველოში ამოქმედდება აუქციონის ფორმატში ბიზნესით ვაჭრობის ჯანსაღი სისტემა, სადაც ბიზნესი (ქონება, აქტივი) გაიყიდება მხოლოდ ბიზნესის მესაკუთრის სურვილის შესაბამისად. (ბიზნესვაჭრობა არ შედგება ბიზნესის/აქტივის იძულებით რეალიზაციის დროს).

Business Trade 2023 წლის 1 ნოემბერს დაიწყებს მუშაობას.

მოიცავს სერვისებს

01

დაფინანსების მოძიება

02

კორპორატიული ფანდრაიზინგი

03

ინვესტიციის მოძიება

04

ბიზნესში ინვესტირება

პროექტის ისტორია