ბიზნესის დაფინანსება
თბილისში მოქმედი დეველოპერული კომპანია 2022 წლიდან ფლობს მიწის ნაკვეთს,
რომელზეც გაცემულია 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა. კომპანიას გააჩნია
ვალდებულებები, როგორც სახელმწიფო დაწესებულებების, ასევე ფიზიკური პირების
მიმართ.
კომპანიის ინტერესია დაფინანსების მოძიება და პროექტის ეტაპობრივად, 48 თვის ვადაში
განხორციელება.
მართვის კომპანია GGM-ის მიერ კომპანიის მართვაში აღების შემდეგ, პროექტისთვის
მოძიებულ იქნა პირველ ეტაპზე საჭირო დაფინანსება სხვადასხვა წყაროებიდან: პროექტის
ბიუჯეტის 70% დააფინანსა ბანკმა, ხოლო 30%-ის დაფინანსება უზრუნველყვეს ფინანსურმა
პარტნიორებმა (ფიზიკური პირი ინვესტორები).
პროექტის განხორციელება დაწყებულია და ობიექტი ეტაპობრივად (3 ეტაპი) შევა
ექსპლუატაციაში.
პროექტის სრული ბიუჯეტი: 18 მლნ. აშშ დოლარი