eng

საინვესტიციო კომპანიაში არსებული კრიზისი GGM-მა დაძლია

GGM-ის შვილობილმა კომპანია G-Logistic-მა მსხვილი საინვესტიციო კომპანიის დაკვეთით კრიზისის მართვის პროექტი განახორციელა.
საქართველოში მოქმედი უცხოური კომპანია, რომლის საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს, პროექტის განხორციელების პროცესში დადგა კრიზისის წინაშე (პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა პროექტის სამოქმედო რადიუსში მცხოვრები ასობით მოქალაქე).
კრიზისის დაძლევის პროცესში ჩაერთო GGM-ის შვილობილი კომპანია G-Logistic, რომელმაც მოქალაქეებთან აწარმოა მოლაპარაკებები. 
საბოლოოდ შედეგი მიღწეულ იქნა. კრიზისი მართვადი გახდა და საინვესტიციო პროექტის განხორციელება შეუფერხებლად გაგრძელდა.