eng

მართვის კომპანია GGM-მა მსხვილბიუჯეტიანი ბიზნესპროექტის კრიზისი დაძლია

GGM-ი მართავდა 11 წლის უკან, აგვისტოს ომის შემდგომ, ეკონომიკური კრიზისის დროს შეჩერებულ მშენებლობას. GGM-ის მიერ მართვაში აღებამდე ობიექტის მხოლოდ 1 სართული იყო აშენებული. კრიზისულ პროექტს ჰყავდა 48 დაზარალებული ოჯახი, რომელიც ბინას, ან ზიანის ანაზღაურებას თერთმეტი წლის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა.

მართვის კომპანიის გუნდმა მოაგვარა ყველა ორგანიზაციული, იურიდიული, ტექნიკური და ფინანსური საკითხი. დაამუშავა პროექტის მომგებიანობის ფინანსური მოდელი, შეუთანხმდა, როგორც სახელმწიფო უწყებებს, ასევე პროცესით დაზარალებულ ოჯახებს.

სწორად დამუშავებული პროექტი "სს ტერა ბანკმა" დააფინანსა. მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდა, ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში და პროცესით ყველა მხარე კმაყოფილია.

 

პროექტის სრული ბიუჯეტი: 1.9 მლნ აშშ დოლარი.