eng

კრიზისის მართვა შეჩერებულ მშენებლობაზე

GGM-მა მართვაში აიღო კრიზისში მყოფი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერებული მშენებარე ობიექტი. მართვაში აღების შემდეგ გაგრძელდა 10 წლის წინ შეჩერებული სამშენებლო პროცესი. 

ობიექტს ჰყავს 48 დაზარალებული ოჯახი, რომელიც ბინას, ან ზიანის ანაზღაურებას ათი წლის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა. შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში გრძელდებოდა სასამართლო დავები, სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოებში მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესები, თუმცა შეჩერებული მშენებლობის გაგრძელება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, დაზარალებულებიც ვერ დაკმაყოფილდნენ. ბევრი ოჯახი დღემდე ნაქირავებ ბინაში ან ნათესავებთან ცხოვრობს.

მართვის კომპანია GGM-მა აიღო ვალდებულება, რომ დააკმაყოფილებს ყველა დაზარალებულს, ვისაც შესყიდული აქვს გარკვეული ფართი (დაზარალებულებს საკუთრების უფლებით გადაეცემათ მათ მიერვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისი და გადახდილი თანხების პროპორციული საცხოვრებელი ფართები).