კომპანია, რომელსაც GGM 2018 წლის მარტიდან მართავს, 2001 წლიდან ეწევა ბუნებრივი ქვის დამუშავებას და რეალიზაციას, თუმცა ეს საქმიანობა კუსტარული წარმოების ზღვარს ვერ გასცდა. კომპანიამ, 2016 წელს მოიპოვა 135 000 კუბი ანდეზიტი-დაციტის, როგორც ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, თუმცა სამუშაოების წარმოების დაწყება ვერ მოახერხა.
GGM-მა მართვაში აღებისთანავე შეიმუშავა კომპანიის მართვის დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს ორ სტრატეგიულ მიმართულებას:
✓ ბუნებრივი წიაღისეულისგან მიღებული პროდუქციის მსხვილი შემსყიდველის მოძიება, რაც კომპანიის გაძლიერების მთავარი წინაპირობაა;
✓ ბუნებრივი წიაღისეულის სხვადასხვა ფორმით დამუშავებისა და რეალიზაციის შესაძლებლობების ანალიზი (მოსაპირკეთებელი ქვების წარმოება, ქვიშა-ღორღის წარმოება).
GGM-ის ამოცანაა 2018 წელი მართვაში აღებულმა კომპანიამ მოგებით დაასრულოს, რაც კომპანიის არსებობის 17 წლის ისტორიაში პირველი პრეცენდენტი იქნება, ხოლო 2020 წლის შედეგებით კომპანიის მოგება იყოს არანაკლებ 1 000 000 ლარი.