eng

GGM-ის ორგანიზებული დისკუსია სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემაზე

სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა და ხარისხი ბათუმში - ამ თემაზე GGM-მა დისკუსია მოაწყო და მართვის სისტემაზე თავისი ხედვა საჯაროდ წარადგინა. GGM-ი მიიჩნევს, თუ სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა არ შეიცვალა, ხარისხი ვერ გაუმჯობესდება. ასევე, უნდა გააქტიურდეს დისკუსია და დროა, სისტემამ (სახელმწიფო ორგანოები, სამედიცინო დაწესებულებები) მიიღოს დროული გადაწყვეტილებები ჯანდაცვის სფეროში.

დისკუსიის ორგანიზება იყო  GGM-ის მხრიდან გამოხატული  სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც, ბოლო დროს, სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის მატებასთან ერთად, ამ სფეროში გაზრდილმა პრობლემებმა განაპირობა.

  • ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა პაციენტები უჩივიან სამედიცინო მომსახურების ხარისხს;
  • ერთსა და იმავე პაციენტს, ერთ კონკრეტულ პერიოდში, განსხვავებულ კვლევებს სთავაზობენ და სხვადასხვა დიაგნოზს უსვამენ;
  • სამედიცინო დაწესებულებები, როგორც ბიზნესსუბიექტები, შემოსავლების გაზრდას ცდილობენ ახალი მიმართულებების დამატებით და არა კონკრეტულ დარგში გაძლიერებით;
  • მაკონტროლებელი ინსტიტუციები ცალკეულ შემთხვევებზე ვერ ახდენენ ქმედით რეაგირებას;

 

GGM-ის ხედვაა:

✓  მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებების ნაცვლად, ეს სფერო განვითარდეს პროფილურ მიმართულებებად;

✓  ერთ სამედიცინო დაწესებულებაში იყოს მხოლოდ მონათესავე მიმართულებები, სადაც ერთი პროფილის სპეციალისტები იმუშავებენ;

✓  სამედიცინო დაწესებულებებმა სახელმწიფოსთან ერთად უზრუნველყოს, მედპერსონალის უწყვეტი განათლების პროგრამების ამოქმედება.

 

პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, ერთ სივრცეში მოისმინონ ექიმთა გუნდის მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება - დიაგნოზი.

ვრცლად, GGM-ის ხედვას გაეცანით ► გადაცემა "ჰეშთეგი".

პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა - ექიმების პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, სამედიცინო გადაცდომებზე რეაგირება, საბჭოთა ჯანდაცვის სისტემა და თანამედროვე რეალობა. დისკუსიის მონაწილეების მოსაზრებებს, გაეცანით მედია ორგანიზაციების მიერ მომზადებულ სატელევიზიო და ონლაინ მასალებში ► ბათუმელები; აჭარის ტელევიზია; ტელეარხი 25.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები, ექიმები, პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის, უფლებადამცველი ორგანიზაციების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები.