ფიზიკური პირი, ან/და კომპანია, ვისაც სურს ბიზნესში ინვესტირება, ისე რომ თანხა დაცული, სარგებელი გარანტირებული, ხოლო რისკები დაზღვეული იყოს, ხდება მართვის კომპანია GGM-ის პრივილეგირებული აქციის მფლობელი.
სააქციო საზოგადოება - მართვის კომპანია GGM-ის პრივილეგირებული აქციის მფლობელის მთავარი უპირატესობები:
I. პრივილეგირებულ აქციაში დაბანდებული (ინვესტირებული) თანხის დაცულობა:
1.1. სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციის, ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, ქონების განაწილების დროს რიგითობით უპირატესი უფლება;
1.2. ფიქსირებული (სტაბილური) დივიდენდის მიღების უფლება;
1.3. აქციონერის მოთხოვნით, ბიზნეს ჯგუფის დამფუძნებლის პირადი თავდებობა;
1.4. აქციონერის მოთხოვნით, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა;
II. გარანტირებული სარგებელი (რომელიც არ არის დაკავშირებული ბიზნეს რისკებთან):
2.1. პრივილეგირებული აქციონერის სარგებელი ფიქსირებული და განსაზღვრულია;
2.2. პრივილეგირებული აქციონერის სარგებლის გაცემა არ უკავშირდება სააქციო საზოგადოების ბიზნეს ჯგუფში შემავალი რომელიმე კომპანიის მომგებიანობას, პოლიტიკურ გარემოს, ან/და ბიზნეს რისკებს.
III. ბიზნეს წრეებში და საზოგადოებაში მაღალი/პოზიტიური რეპუტაციული სტატუსი:
3.1. აქციონერი საქმიან ურთიერთობებში კომუნიკაციისას წარსდგება, როგორც მართვის კომპანია GGM-ის აქციონერი. შესაბამისად, სრული უფლება აქვს ისაუბროს, GGM-ის ბიზნეს ჯგუფში შემავალი კომპანიების/პროექტების შესახებ, როგორც ერთ-ერთმა მფლობელმა;
3.2. აქციონერი პირად და ბიზნეს საკითხებზე სარგებლობს სააქციო საზოგადოება - მართვის კომპანია GGM-ის პროფესიონალი გუნდის (იურისტი, ფინანსური მენეჯერი და ა.შ.) 24/7-ზე მხარდაჭერით;
3.3. აქციონერი სარგებლობს პრივილეგიებით სააქციო საზოგადოება - მართვის კომპანია GGM-ის ბიზნეს პროექტების ფარგლებში პროდუქტების შესყიდვის/სარგებლობის პროცესში.
მართვის კომპანია GGM-ის ოფისები: თბილისი, თამარაშვილის 13 / ბათუმი, ჭავჭავაძის 107
დაკავშირება: ელ ფოსტა: [email protected] / ვებ გვერდი: www.ggm.ge / ტელ.: 032 2 55 50 50