ეტაპი N1: დაინტერესებული ბიზნესის საჭიროებების შეფასება და მისი დაფინანსების შესაძლებლობის დიაგნოსტირება (ანუ, გარკვევა, რამდენად შესაძლებელია სესხის, ინვესტიციის ან/და გრანტის მოძიება).
ეტაპი N2: ბიზნესის საჭიროების შესაბამისი დაფინანსების წყაროების (დონორი, ბანკი, ინვესტორი) მოძიება და მათი პროდუქტების შესაბამისობის შეფასება (რამდენად შეესაბამება დონორის, ბანკის, ინვესტორის ინტერესები/პროდუქტები აღნიშნული ბიზნესის საჭიროებებს).
ეტაპი N3: ბიზნესის დამფუძნებელთან, ან ხელმძღვანელთან თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება და ,,დაფინანსების მოძიების შესახებ’’ ხელშეკრულების გაფორმება.
ეტაპი N4: ბიზნესმოდელის (ბიზნესგეგმის), საინვესტიციო წინადადების, ან/და საგრანტო განაცხადის გაკეთება: კვლევა, ანალიზი, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დოკუმენტაციის შექმნა (იმ სტანდარტის მიხედვით, რასაც ითხოვს კონკრეტული ბანკი, ინვესტორი, ან დონორი).
ეტაპი N5: დაფინანსების (გრანტი, ინვესტიცია, სესხი) მოძიების მიზნით განაცხადის წარდგენა და დაფინანსების გამცემ ორგანიზაციებთან (ბანკი, დონორი, ინვესტორი) აქტიური კომუნიკაცია/ლობირება ბიზნესის დაფინანსების მიზნით.
თანამშრომლობის პირობები:
✓ მართვის კომპანია GGM ბიზნესისთვის დაფინანსების (გრანტი, სესხი, ინვესტიცია) მოძიებაზე მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი მოქმედია (ან, არსებული ბიზნესის ახალი პროექტია) და საჭირო გრანტის ბიუჯეტი 150 000 ლარზე, ხოლო სესხის/ინვესტიციის ბიუჯეტი 1 000 000 ლარზე მეტია.
✓ მართვის კომპანია GGM ანაზღაურებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთის ბიზნესი დაფინანსდება (გრანტი, ინვესტიცია, ან/და სესხი).
მართვის კომპანია GGM-ის ოფისები: თბილისი, თამარაშვილის 13 / ბათუმი, ჭავჭავაძის 107
დაკავშირება: ელ ფოსტა: [email protected] / ვებ გვერდი: www.ggm.ge / ტელ.: 032 2 55 50 50