სს თიბისი ბანკის თანადაფინანსებით, მართვის კომპანია GGM-მა გააკეთა მშრალი ხილის საწარმო, რომელიც სერიული სახით აწარმოებს ხურმის ჩირს, მანდარინის ჩირს, მშრალი ხილის ფირფიტებსა და სნექებს.
საწარმო 2021 წელს ამოქმედდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აგრძელებს პროდუქტების დახვეწას, ბაზრების გაფართოებასა და გაძლიერებას.
საწარმოს პროდუქტების საფირმო სახელწოდება: ,,კერკი’’.
საწარმოს ფინანსური პარტნიორი (თანადამფინანსებელი): სს თიბისი ბანკი. საწარმოს მშენებლობა განახორციელა სამშენებლო კომპანია - USTA-მ.
პროექტის ჯამური ბიუჯეტი - 2 500 000 ლარი.