eng

სნექები - GGM-ის შვილობილი კომპანიის ახალი პროდუქტი

GGM - ის შვილობილმა კომპანია ,,კერკმა“ საბავშვო ხაზის პროდუქტის - ხილის ფირფიტების სერიული წარმოება დაიწყო.

ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული სნექი ,,კერკის“ გუნდის გამოგონებაა. ,,ბატონის’’ ფორმის ორიგინალურ შეფუთვაში მოთავსებული ხილის ფირფიტები არ შეიცავს საკვებ დანამატებს, შესაბამისად, გემოსა და სიჯანსაღის იდეალურ ბალანსს ჰქმნის. პროდუქტის დამუშავების პროცესში ჩართული იყვნენ ქართველი და უცხოელი კვების ტექნოლოგები და ნუტრიციოლოგები.

გემოვნურ თვისებებთან ერთად, მნიშვნელოვანი ფაქტორია შეფუთვა. ფირფიტებს შორის მოთავსებულია კვების ინდუსტრიაში გამოყენებადი უმაღლესი ხარისხის პერგამენტი. მცირე ზომისა და პრაქტიკული შეფუთვის გამო კი, კომფორტული შესანახი და ტრანსპორტირებადია. 

მშრალი ხილის ქართული საწარმო ,,კერკი“ აჭარაში, კერძოდ ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ძენწმანში მდებარეობს და უკვე ოთხი წელია, რაც ქართულ, გემრიელ გამომშრალ ხილსა და ხილის ფირფიტებს ამზადებს.