GGM-ის შვილობილმა კომპანიამ,შპს "კერკმა",მშრალი ხილის საწარმოს მშენებლობა აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში, კოვიდ პანდემიის პერიოდში, 2020 წლის აგვისტოში დაიწყო. 2021 წლის მარტიდან, საწარმო უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობდა.
დეკემბრიდან კი,ბაზარზე მშრალი ხილის მწარმოებელი, ახალი ქართული ბრენდი "კერკი" გამოჩნდა.
ეს, ტრადიციული წესით დამუშავებული და ,,ძაფზე ასხმული’’, 100%-ით ნატურალური, ხურმის, ვაშლის და მანდარინის ჩირის, მაღალი სტანდარტით შეფუთვის პირველი მცდელობაა.
საწარმოს გუნდი ხუთი სახის პროდუქციაზე მუშაობს: ჩირი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ცუკატი და თხილეული.
"კერკი" მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი, ISO სტანდარტების ე.წ. საოჯახო და"დოი" შეფუთვებს.
პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია თბილისის და ბათუმის სავაჭრო ქსელებში. "კერკის" მშრალი ხილის საწარმოს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში, ბევრი სტუმარი ჰყავდა.
აღსანიშნავია, რომ მშრალი ხილის ახალი ქართული ბრენდი უკვე იყო წარმოდგენილი სასმელი და საკვები პროდუქტების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც ქართული ნატურალური პროდუქცია წარმოჩნდა მსოფლიო მასშტაბით და "კერკის" პირველი ექსპორტიც განხორციელდა.
კერკი ძველქართული სიტყვაა, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახლაც გამოიყენება და მზეზე გამშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს.
საწარმო სახელმწიფო პროგრამების, თიბისი ბანკის და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ამოქმედდა.
პროექტის მხარდამჭერი, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები:
სოფლის განვითარების სააგენტო (RDA);
ევროკავშირი (ENPARD / ქედა ლიდერი);
აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგროსერვის ცენტრი;
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა (CNFA საქართველო);
სს თიბისი ბანკი