eng

დაფინანსდა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ბიზნესპროექტი

მართვის კომპანია GGM-ის გუნდმა საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნეს ჯგუფის ბიზნესპროექტის დამუშავების და იაფი ფინანსური რესურსების მოძიების სრული პროცესის მართვა წარმატებით განახორციელა. ბიზნესპროექტი ჯანდაცვის სფეროში, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო დარგში ხორციელდება (მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ონკო დაავადებების დიაგნოსტირება).

GGM-ის ამოცანა იყო ბიზნესმოდელის დამუშავება, ახალი პროექტის კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების შესრულება, საჭირო დაფინანსების მოძიება და შეღავათიანი (იაფი) რესურსების მოძიების სრული ციკლის მართვა. პროექტი წარედგენა საფინანსო ინსტიტუტებს, შემუშავდა შეღავათიანი (იაფი) რესურსების მოძიების გეგმა და დაფინანსდა.