eng

,,ბაზისბანკის’’ ფინანსური მხარდაჭერით, დიღომში ახალი საცხოვრებელი კომპლექსი “Aroma Gardens“ შენდება

მართვის კომპანია GGM-ის მართვაში არსებული პროექტი “Aroma Gardens“ მოიცავს 19 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაგეგმილ საცხოვრებელ კომპლექსს, გამწვანებულ, გასართობ და სპორტულ სივრცეებს. პროექტის იდეა დაფუძნებულია თანამედროვე ურბანული ცხოვრების წესსა და ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრების სურვილზე.

პროექტი ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან პარტნიორობით, ბინების 21% გადაეცემათ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებულ დაზარალებულ ოჯახებს.

პროექტის A ბლოკი ,,ბაზისბანკის’’ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ჯამური ბიუჯეტია - 6 000 000 აშშ დოლარი.

სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "USTA" აწარმოებს.