GGM-ის დახმარებით კომპანიამ, რომელსაც გაყიდვების კუთხით ჰქონდა პრობლემა, შექმნა გაყიდვების შედეგზე ორიენტირებული სისტემა.
კომპანიის მენეჯმენტი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა სერვისის დახვეწის, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, არ იყო კმაყოფილი შემოსავლებით და ამის ძირითად მიზეზად გაყიდვების დაბალ მაჩვენებელს ასახელებდნენ.
GGM-ის გუნდის ჩარევის შემდეგ დაიგეგმა და განხორციელდა მრავალკომპონენტიანი აქტივობები, რომელიც მიმართული იყო კომპანიის პროდუქციის გაყიდვების ზრდისკენ.
საბოლოოდ, კომპანიაში შემუშავდა გაყიდვების ინსტრუმენტები და დროში გათვლილი გეგმა.
გაყიდვების ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებიდან სამი თვის შემდეგ, მიღწეული შედეგები აისახა კომპანიის შემოსავლებზე (კომპანიას 90 დღის შემდეგ, წინა პერიოდთან შედარებით 35%-ით გაეზარდა გაყიდვები)