eng
ვინ ვართ ჩვენ? წარმოება - კერკი მშენებლობა - USTA ბიზნეს ვაჭრობა - bt.ge ტურიზმი - Travel in Georgia პრივილეგირებული აქცია რატომ გვენდობიან?

ვინ ვართ ჩვენ?

მართვის კომპანია GGM სააქციო საზოგადოებაა, რომელიც საქართველოში საქმიანობს, ჰყავს ძლიერი აქციონერები და ბიზნეს ჯგუფების, კომპანიების, პროექტების, ორგანიზაციების მართვის სფეროში 21 წლიანი გამოცდილების მქონე, ძლიერი გუნდი.

GGM-ის ბიზნეს ჯგუფი ფლობს შვილობილ კომპანიებს, რომლებიც საქმიანობენ წარმოების, მშენებლობის, ბიზნეს-ვაჭრობის და ტურიზმის სექტორში.

GGM-ის გუნდი საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის ქმნის სერვისებს: ბიზნესში ინვესტირება, დაფინანსების მოძიება, ბიზნეს ვაჭრობა, კრიზისის მართვა, ბიზნესის მენეჯმენტი.

წარმოება - კერკი

კერკი ქართული ბრენდია, რომელიც 2021 წლიდან მშრალ ხილს აწარმოებს. კერკი ფლობს მაღალი სტანდარტების მქონე საწარმოს მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

კ ე რ კ ი ს საწარმო ქმნის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც იყიდება საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ (გერმანია, ლიეტუვა).

საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სტანდარტები (ISO22000 და FDA).

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://kerki.ge/en/


მშენებლობა - USTA

GGM მართვაში ღებულობს პარტნიორულ სამშენებლო პროექტებს, როდესაც მაგალითად, დაინტერესებულ პირებს აქვთ მიწის ნაკვეთი და მშენებლობის ნებართვა, თუმცა არ აქვთ საჭირო დაფინანსება და ვერ ახერხებენ პროექტის განხორციელებას (GGM მოიძიებს დაფინანსებას და აკეთებს მაღალი სტანდარტის ინდივიდუალურ სახლებს და მრავალბინიან პროექტებს).

GGM მართვაში ღებულობს ისეთ პროექტებსაც, როდესაც მშენებლობის პროცესი დაწყებული იყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო შევიდა კრიზისში და ობიექტის მესაკუთრეები დამოუკიდებლად ვეღარ ახერხებენ მშენებლობის დასრულებას (ასეთი პროექტები GGM-ს გამოჰყავს კრიზისიდან, მოიძიებს დაფინანსებას და ასრულებს მშენებლობას, ზუსტად იმ სტანდარტით და პროექტით, როგორც იყო დაგეგმილი).




ბიზნეს ვაჭრობა - bt.ge

ბი თი ჯი ბიზნესის დამფუძნებლებს და მმართველებს სთავაზობს 3 სერვისს:

დამკვეთისთვის სასურველი ობიექტის მოძიება, შეფასება და შესყიდვის ოპერაციების მართვა;

გასაყიდი ობიექტის შესახებ ინფორმაციის სწრაფად გავრცელება საქართველოში და საზღვარგარეთ, მსგავსი საკითხებით დაინტერესებულ ჯგუფებში;

აქტივის ყიდვა-გაყიდვა აუქციონის ფორმატში, ობიექტის დამფუძნებლის სურვილით.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bt.ge/ka

ტურიზმი - Travel in Georgia

Travel in Georgia, GGM-ის პარტნიორული პროექტია რომელიც საქართველოში ტურიზმის სექტორში ძალიან საჭირო, საინტერესო, კრეატიული და მასშტაბური პროდუქტების განვითარებაზე მუშაობს.

Travel in Georgia კოვიდ პანდემიის პერიოდში კრიზისში შევიდა და დაუგროვდა ფინანსური ვალდებულებები, როგორც საფინანსო ინსტიტუტების, ასევე შემოსავლების სამსახურის მიმართ.

Travel in Georgia 2023 წლის აგვისტოდან GGM-ის პარტნიორია. მოგვარდა ყველა სახის კრიზისი და 5 წლიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, დაწყებულია კომპანიის გაძლიერების პროცესი.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/Z56qt

პრივილეგირებული აქცია

მართვის კომპანია GGM სააქციო საზოგადოებაა, მას ჰყავს აქციონერები (ინვესტორები, პარტნიორები), რომლებიც GGM-ს ენდობიან და თანამშრომლობის ეს მოდელი სტაბილურად მზარდია.

ბიზნესში თანხის ინვესტირების (დაბანდების) მიმართულებით მართვის კომპანია GGM, გარანტირებული სარგებლის მიღების სწორი, დაცული და რისკებისგან დაზღვეული სისტემით მუშაობს.

ვისაც სურს ბიზნესში ინვესტირება, ისე რომ თანხა დაცული, სარგებელი გარანტირებული, ხოლო რისკები დაზღვეული იყოს, ხდება მართვის კომპანია GGM-ის პრივილეგირებული აქციის მფლობელი.


მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/S6H4r

რატომ გვენდობიან?

იმიტომ, რომ GGM თავისი პარტნიორების პროექტებს, პრობლემებს, საჭიროებებს მართავს, როგორც საკუთარს.

იმიტომ, რომ GGM არასდროს გასცემს ცრუ დაპირებებს. ყოველთვის ღებულობს ფაქტებზე დაფუძნებულ და შესრულებად გადაწყვეტილებებს.


იმიტომ, რომ GGM-ის გუნდისთვის საქმიანი რეპუტაცია და ავტორიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი და ღირებულებაა.

იმიტომ, რომ GGM-ის გუნდი ისეთი კრიზისული მდგომარეობიდანაც პოულობს გამოსავალს, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელია.

იმიტომ, რომ GGM თავის სარგებელს ღებულობს მაშინ, როცა დადგება შედეგი.

ჩვენი გუნდი

კომპანიის ისტორია

GGM -ისა და მისი შვილობილი კომპანიების ისტორია 2016 წლიდან იწყება. მართვის შედეგები ნახეთ დათარიღებულ ვიზუალურ სქემაზე.

ჩვენი მისია

It is a long established fact that a reader will be distracted by the readable content of a page when looking at its layout. The point of using Lorem Ipsum is that it has a more-or-less normal distribution of letters, as opposed to using 'Content here, content here. It is a long established fact that a reader will be distracted by the readable content of a page when looking at its layout. The point of using Lorem Ipsum is that it has a more-or-less normal distribution of letters, as opposed to using 'Content here, content here. The point of using Lorem Ipsum is that using.