eng

ყვავილების საოჯახო მეურნეობების გაძლიერება

მიმდინარე

მოიცავს სერვისებს

01

კომპანიის მართვა

02

პროექტის მართვა

03

დაფინანსების მოძიება

პროექტის ისტორია

「ფოტო გადაღებულია GGM-ის ოფისში」 

პროექტის მიხედვით, ბათუმსა და აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, საოჯახო მეურნეობები განვითარდება. სხვადასხვა დეკორატიული და ტექნიკური კულტურების გასამრავლებლად, ღია და დახურული გრუნტის ყვავილების სასათბურე მეურნეობები მოეწყობა. ამოქმედდება ცოცხალი და დეკორატიული მცენარეებით ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის მოწყობისა და მოვლის სერვისი.

უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს პროექტის ყველა ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხის მოგვარება (კვლევების ორგანიზება, მარკეტინგული მიდგომების დამუშავება, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა, სპეციალისტების შერჩევა, მარაგების მართვის ინსტრუმენტების შექმნა და ა.შ.)

პროექტზე მუშაობა 2019 წლის იანვარში დაიწყო და ყველა სერვისი 2020 წლის მაისში ამუშავდება.