eng

სოფლის მეურნეობის პროექტი

მიმდინარე

მოიცავს სერვისებს

01

კომპანიის მართვა

02

პროექტის მართვა

03

დაფინანსების მოძიება

პროექტის ისტორია

მართვის კომპანია GGM ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მუშაობს პროექტზე, რომლის შედეგადაც საქართველოში მოყვანილი ხილი და კენკროვნები შეგროვდება და დამუშავდება. პროექტის ფარგლებში ამოქმედდება საწარმო, სადაც მომზადდება სხვადასხვა მშრალი ხილი, თანამედროვე სტანდარტების შეფუთვით (ჩირი, ტყლაპი, ცუკატი, თხილეული, ჩურჩხელა).

პირველ ეტაპზე საწარმო იმუშავებს საქართველოში არსებულ ნედლეულზე, რაც ართულებს „ეკო“და „ბიო“ პროდუქციის წარმოებას.ამიტომ, პროექტის ხელშეწყობით ამოქმედდება საოჯახო მეურნეობები, სადაც ნედლეულს (ხილი, კენკროვნები) მოიყვანენ შესაბამისი სტანდარტების დაცვით. 2022 წლისთვის უკვე საწარმო შეძლებს „ეკო“ და „ბიო“ პროდუქციის წარმოებას.

მართვის კომპანია GGM-მა უკვე შეისყიდა მიწის ნაკვეთი ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც 2019 წლის ბოლოს იგეგმება საწარმოს მშენებლობის დაწყება. პროექტზე მომუშავე გუნდმა ასევე მოაწყო მცირე საწარმო ბათუმში, სადაც სატესტო რეჟიმის პირობებში 75-ზე მეტი დასახელების პროდუქცია (ჩირი, ტყლაპი, ცუკატი, თხილეული, ჩურჩხელა) მზადდება. ამ ეტაპზე მოწვეულ ექსპერტებთან ერთად აქტიურად ტარდება კვლევები, ზუსტდება ტექნიკური საკითხები, მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების მოძიების (გრანტი, სესხი, ინვესტიცია), მარკეტინგული მიდგომების შექმნის და სახელმწიფო პროგრამებთან პროექტის ინტეგრირების მიმართულებით.

საწარმოს ამოქმედება 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

პროექტის სრული ბიუჯეტი: 3 500 000 ლარი.