eng

სამშენებლო პროექტი

მიმდინარე

მოიცავს სერვისებს

01

კომპანიის მართვა

02

პროექტის მართვა

03

კრიზისის მართვა

პროექტის ისტორია

GGM-მა 2016 წლის სექტემბერში მართვაში აიღო კრიზისში მყოფი, შეჩერებული მშენებარე ობიექტი (სრული ბიუჯეტი: 14 000 000 ლარი).

GGM-ის მიერ მართვაში აღებამდე ობიექტი იყო კრიზისში. ფინანსური დავალიანებების გამო მშენებარე ობიექტის (ამხანაგობა) წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო დავა. მშენებარე ობიექტს დაედო ყადაღა, დაგეგმილი 32-ის ნაცვლად, აშენდა 8 სართული. ამხანაგობას ამოეწურა დაფინანსება და წარმოეშვა დავალიანებები ბეტონისა და არმატურის მიმწოდებელ კომპანიებთან, მშენებლობაზე დასაქმებულ პირებთან. ამხანაგობას მოუწესრიგებელი ჰქონდა სამართლებრივი და ფინანსური ხასიათის დოკუმენტები. ობიექტი არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

GGM-ის მიერ მართვაში აღების შემდეგ მოგვარდა ყველა სახის ფინანსური დავალიანება. დასრულდა სასამართლო დავა და მშენებარე ობიექტს მოეხსნა ყადაღა. კომპანიამ აიღო მშენებარე ობიექტების დასრულების ვალდებულება, ხოლო სანაცვლოდ გადაეცა ამხანაგობის კუთვნილი 208 ბინის გარდა დარჩენილი ფართები და ობიექტზე არსებული მოწყობილობა-დანადგარები. მშენებლობა სს “ტერა ბანკმა’’ დააფინანსა. ორივე კორპუსის ექსპლუატაციაში შეყვანა 2018 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.