eng

მშრალი ხილის საწარმო

მიმდინარე

მოიცავს სერვისებს

01

დაფინანსების მოძიება

02

კორპორატიული ფანდრაიზინგი

03

ინვესტიციის მოძიება

პროექტის ისტორია

მართვის კომპანია GGM-მა 2019 წლის სექტემბერში შეისყიდა მიწის ნაკვეთი ქედის მუნიპალიტეტში, 2020 წლის აგვისტოში დაიწყო საწარმოს მშენებლობა, რომელიც 2021 წლის თებერვალში დასრულდა. ამავე წლის მარტიდან საწარმო სატესტო რეჟიმში მუშაობდა. მშრალი ხილის პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2021 წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ, ხოლო ექსპორტზე 2022 წლის სექტემბრიდან გავიდა.

საწარმო ხუთი სახის პროდუქციას აწარმოებს: ჩირი, ტყლაპი, ცუკატი, თხილეული და ჩურჩხელა.

პროდუქცია როგორც ქართულ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ,,კერკის’’ სახელწოდებით იყიდება. კერკი ძველქართული სიტყვაა, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახლაც გამოიყენება და მზეზე გამშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს.

ინვესტიციის სრული მოცულობა 700 000 აშშ დოლარია. საწარმოში ამ ეტაპზე 35 ადამიანია დასაქმებული.

პროექტის მხარდამჭერი, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები: სოფლის განვითარების სააგენტო (RDA);

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა (CNFA საქართველო); ევროკავშირი (ENPARD / ქედა ლიდერი);

აჭარისავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრი;

სს თიბისი ბანკი.

პროექტს ახორციელებს GGM-ის შვილობილი კომპანია: შპს კერკი