eng

კრიზისის მართვა შეჩერებულ მშენებლობაზე

მიმდინარე

მოიცავს სერვისებს

01

პროექტის მართვა

02

დაფინანსების მოძიება

03

კრიზისის მართვა

პროექტის ისტორია


GGM-მა მართვაში აიღო კრიზისში მყოფი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერებული მშენებარე ობიექტი (სრული ბიუჯეტი: 6 500 000 ლარი). 


GGM-ის მიერ მართვაში აღებამდე ობიექტი იყო კრიზისში. მშენებარე ობიექტი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერებულია. აშენებულია მხოლოდ 1 სართული. შეჩერებულ მშენებარე ობიექტს ჰყავს 48 დაზარალებული ოჯახი, რომელიც ბინას, ან ზიანის ანაზღაურებას ათი წლის განმავლობაში უშედეგოდ ელოდა. შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში გრძელდებოდა სასამართლო დავები, სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოებში მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესები, თუმცა შეჩერებული მშენებლობის გაგრძელება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, დაზარალებულებიც ვერ დაკმაყოფილდნენ. ბევრი ოჯახი დღემდე ნაქირავებ ბინაში ან ნათესავებთან ცხოვრობს. 


GGM-ის მიერ მართვაში აღების შემდეგ მოგვარდა ყველა სახის იურიდიული და ფინანსური პრობლემა, განახლდა სამშენებლო პროექტი და გაგრძელდა 10 წლის წინ შეჩერებული მშენებლობა. 
მართვის კომპანია GGM-მა აიღო ვალდებულება, რომ დააკმაყოფილებს ყველა დაზარალებულს, ვისაც შესყიდული აქვს გარკვეული ფართი (დაზარალებულებს საკუთრების უფლებით გადაეცემათ მათ მიერვე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისი და გადახდილი თანხების პროპორციული საცხოვრებელი ფართები). შეჩერებული მშენებლობა 2019 წლის მარტში განახლდა. კარკასის ფორმით ობიექტის მშენებლობა 2020 წლის მარტში დასრულდება, ხოლო საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში 2020 წლის ნოემბრამდე შევა.