eng

ჰაერსატარების საწარმო

მიმდინარე

GGM-მა მართვაში აიღო საქართველოში ერთ-ერთი გამოცდილი კომპანიის ახალი პროექტი, რომელიც ჰაერსატარების საწარმოს მოწყობას ისახავს მიზნად.

 

პროექტის ფარგლებში ამოქმედდება საწარმო, სადაც ქარხნული წესით დამზადდება ოფისების, სასტუმროების, ინდუსტრიული ობიექტების, საცხოვრებელი სახლების ნებისმიერ დიზაინსა და კონსტრუქციულ გადაწყვეტაზე მორგებული ჰაერსატარების სისტემები.

 

საწარმო მეტწილად ჩაანაცვლებს მეზობელი ქვეყნიდან (თურქეთი) იმპორტირებულ პროდუქციას (ქარხნული წესით დამზადებულ ჰაერსატარებს).

 

GGM-ის ამოცანაა პროექტის (ჰაერსატარების საწარმო) ბიზნესმოდელის შემუშავება, თანადაფინანსებისთვის საჭირო რესურსების მოძიების მიზნით საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეღავათიანი (იაფი) რესურსებით პროექტის თანადაფინანსების პროცესის მართვა.

 

 

პროექტის სრული ბიუჯეტი: 1 400 000 ლარი.

მოიცავს სერვისებს

01

კომპანიის მართვა

02

დაფინანსების მოძიება

პროექტის ისტორია