eng

ვაკანსია: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

 

სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია - ,,G2’’-ში, ბათუმში, ვეძებთ უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერს.

 

ვაკანსია არის მათთვის, ვისაც:

 

✓ აქვს უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის (დაგეგმვა, შესრულება) პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

✓ უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულება პროფესიულად აინტერესებს და ამ სფეროში სურს კიდევ უფრო განვითარება;

✓ შეუძლია სამიზნე აუდიტორიის შერჩევა, კომუნიკაციის ინსტრუმენტების დამუშავება, მოლაპარაკების წარმოება და პროდუქტის მიყიდვა;

✓ უკვე აქვს საჭირო კავშირები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;

✓ შეუძლია გაყიდვების ასისტენტების შეკრება და გუნდის მართვა (საჭიროების შემთხვევაში);

✓ ფლობს არანაკლებ 1 უცხო ენას (სასურველია);

 

მიმდინარე პერიოდში გასაყიდი პროდუქტები (ბათუმი, არაზღვისპირა ზოლი):

 

✓ საცხოვრებელი ფართები (ბინები), როგორც მშენებარე, ასევე ექსპლუატაციაში შეყვანილ ობიექტებში.

✓ კომერციული ფართები,როგორც მშენებარე, ასევე ექსპლუატაციაში შეყვანილ ობიექტებში.

 

დაგეგმილი პროექტები: საცხოვრებელი ფართები (ბინები) ზღვისპირა ზოლში დაგეგმილ ორ პროექტში (ახალ ბულვართან და ჩაქვში - ოაზისთან).

 

გასაყიდი პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით კომპანიის კომერციულ დირექტორს: 599 03 01 01 (ესმა)

 

ანაზღაურებაფიქსირებული+ გაყიდვების შედეგების შესაბამისი ბონუსი.

 

სამუშაო ადგილი: ბათუმი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულად გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. CV, ქართულ ენაზე;
  2. ფოტო (სურვილის შემთხვევაში);
  3. ინფორმაცია სასურველი ანაზღაურების შესახებ (ელ.ფოსტაზე მოგვწერეთ თქვენთვის მისაღები ჰონორარი: ფიქსირებული თანხა თვეში + ბონუსი გაყიდვებიდან);

 

დოკუმენტები გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ggm.ge

 

განაცხადების მიღების ბოლო დღე და საათი: 22 ივნისი, 18:00

 

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: „უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი“. განაცხადის მიღება შეგიძლიათ გადაამოწმოთ ტელეფონის ნომერზე: (+995) 599 34 66 34

 

☑ G² მართვის კომპანია GGM-ის შვილობილი კომპანიაა. G²- ში არ არსებობს გენდერის ნიშნით განკუთვნილი პოზიციები. კომპანია მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას და მიუკერძოებლად აფასებს ქალ და კაც კანდიდატებს.