eng

ვაკანსია - თბილისის ოფისის ხელმძღვანელი

მართვის კომპანია GGM აცხადებს ვაკანსიას, თბილისის ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

ინფორმაცია მართვის კომპანია GGM-ის შესახებ: GGM მუშაობს, როგორც შვილობილი, ასევე მართვაში აღებული კომპანიების და პროექტების მართვის მიმართულებით. მიმდინარე ეტაპზე კომპანიას აქვს ოთხი შვილობილი კომპანია და მართვაში აღებული 7 პროექტი. GGM ფლობს ბიზნეს კლასის ოფისებს თბილისში (თამარაშვილზე) და ბათუმში (ჭავჭავაძეზე). სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.ggm.ge.

 

თბილისის ოფისის ხელმძღვანელის სამუშაოს აღწერილობა:

 

☑ მართვის კომპანია GGM-ის შვილობილი კომპანიების, პროექტების კოორდინაცია და ოპერაციების მართვა;

☑ მართვის კომპანია GGM-ის თბილისის ოფისის გუნდის აწყობა და მართვა;

☑ კომპანიების/პროექტების ამოცანების დაგეგმვა და აღსრულება (როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდთან ერთად);

☑ საქართველოსა და საზღვარგარეთ ახალი პროექტების, პარტნიორი კომპანიების მოძიება და ეფექტიანი თანამშრომლობა;

☑ კომპანიების/პროექტების წარმომადგენლობა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (უშუალო შეხვედრები, ონლაინ მოლაპარაკებები, ელექტრონული კომუნიკაცია).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

✓უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით);

✓ბიზნეს სექტორში მუშაობის არანაკლებ 5 წლის, მათ შორის ერთ კომპანიაში ხელმძღვანელის პოზიციაზე უწყვეტად მუშაობის 3 წლის გამოცდილება;

✓ქართულის და არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (C1).

 

შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება საბანკო-საფინანსო სფეროში, ბიზნესპროექტების დამუშავებაზე, ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიებაზე მუშაობის ან/და ამ მიმართულებით გუნდის მართვის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი.

 

ანაზღაურება: 2500 - 5000 ლარი (+ ბონუსი), გამოცდილების შესაბამისად.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულად გამოგვიგზავნოთ CV, ქართულ ენაზე (სრული ინფორმაცია ბოლო 5 წლის პერიოდში დამსაქმებელი ორგანიზაციის,პოზიციის და სამუშაოს აღწერილობის შესახებ).

 

განაცხადი გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ggm.ge

 

განაცხადების მიღების ბოლო დღე და საათი: 20 იანვარი, 2022 წელი, 20:00

 

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: თბილისის ოფისის ხელმძღვანელი. განაცხადის მიღება შეგიძლიათ გადაამოწმოთ ტელეფონის ნომერზე: (+995) 599 34 66 34