eng

ვაკანსია - სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

მართვის კომპანია GGM აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

 

ინფორმაცია მართვის კომპანია GGM-ის შესახებ: GGM მუშაობს, როგორც შვილობილი, ასევე მართვაში აღებული კომპანიების და პროექტების მართვის მიმართულებით (სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.ggm.ge). მიმდინარე ეტაპზე კომპანიას აქვს 4 შვილობილი და 17 მართვაში აღებული კომპანია/პროექტი.

 

საქმიანობის აღწერილობა:

 

✓ GGM-ის გუნდის და პროექტების წარმოჩენა;

✓ კომპანიის სოციალური მედია არხების და ვებ გვერდების მართვა;

✓ კონტენტის შექმნა/განთავსება/განახლება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმისთვის;

✓ დიზაინერებთან ერთად სარეკლამო მასალებსა და ბრენდინგზე მუშაობა;

✓ მომხმარებლებსა და ბიზნეს პარტნიორებთან კომუნიკაცია, თანამშრომლობა.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ანაზღაურება: 1200 - 2500

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

✓ უმაღლესი განათლება (სასურველია მედიის, კომუნიკაციების, მარკეტინგის მიმართულებით);

✓ ბიზნეს თემატიკაზე (ქართულად და ინგლისურად) საინტერესოდ, შემოქმედებითად წერის უნარი და გამოცდილება;

✓ საოფისე და გრაფიკული პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV, ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ggm.ge

განაცხადების მიღების ბოლო დღე და საათი: 11 აგვისტო, 2021 წელი.

 

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. 

განაცხადის მიღება შეგიძლიათ გადაამოწმოთ ტელეფონის ნომერზე: 599 34 66 34

 

☑ მართვის კომპანია GGM-ში არ არსებობს გენდერის ნიშნით განკუთვნილი პოზიციები. კომპანია მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას და მიუკერძოებლად აფასებს ქალ და კაც კანდიდატებს.