eng

ვაკანსია: პროექტის მენეჯერი

მართვის კომპანია GGM-ში ვეძებთ პროექტის მენეჯერს.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ: სხვადასხვა ტიპის გემებზე მეზღვაურთა დასაქმება და დასაქმებული მეზღვაურებისთვის სასარგებლო სერვისების შექმნა.

 

პროექტის მენეჯერის ფუნქციები:

✓ პროექტის პროგრამული და ფინანსური კომპონენტების სრული ციკლის მართვა (დაგეგმვა, აღსრულება);

✓ პროექტის გუნდის შექმნა და მართვა;

✓ პროექტის ამოცანების დაგეგმვა და აღსრულება (როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდთან ერთად);

✓ საქართველოში და საზღვარგარეთ პარტნიორი კომპანიების მოძიება, თანამშრომლობაზე შეთანხმება და ეფექტური თანამშრომლობა;

✓ პროექტის (კომპანიის) წარმომადგენლობა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (ონლაინ მოლაპარაკებები, უშუალო შეხვედრები, ელექტრონული კომუნიკაცია).

 

ანაზღაურებაფიქსირებული+ შედეგების შესაბამისი ბონუსი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

✓განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;

✓პროექტის მენეჯერის, ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება საკრუინგო კომპანიაში მეზღვაურთა განათლების, ან დასაქმების ორგანიზების კუთხით გამოცდილება);

✓ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (არანაკლებ C1).

 

სამუშაო ადგილი: ბათუმი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულად გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. CV, ქართულ ენაზე;
  2. ფოტო (სურვილის შემთხვევაში);
  3. ინფორმაცია სასურველი ანაზღაურების შესახებ (ელ.ფოსტაზე მოგვწერეთ თქვენთვის მისაღები ჰონორარი თვეში);

 

დოკუმენტები გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ggm.ge

 

განაცხადების მიღების ბოლო დღე და საათი: 2 ივლისი, 2021 წელი, 18:00

 

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: „პროექტის მენეჯერი“. განაცხადის მიღება შეგიძლიათ გადაამოწმოთ ტელეფონის ნომერზე: (+995) 599 34 66 34

 

☑ მართვის კომპანია GGM-ში არ არსებობს გენდერის ნიშნით განკუთვნილი პოზიციები. კომპანია მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას და მიუკერძოებლად აფასებს ქალ და კაც კანდიდატებს.