eng

ვაკანსია: პროექტების ხელმძღვანელი

მართვის კომპანია GGM აცხადებს ვაკანსიას, პროექტების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ინფორმაცია მართვის კომპანია GGM-ის შესახებ: GGM მუშაობს, როგორც შვილობილი, ასევე მართვაში აღებული კომპანიების და პროექტების მართვის მიმართულებით. მიმდინარე ეტაპზე კომპანიას აქვს სამი შვილობილი კომპანია და მართვაში აღებული 8 პროექტი. GGM ფლობს ოფისებს თბილისში (თამარაშვილზე) და ბათუმში (ჭავჭავაძეზე). სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.ggm.ge.

პროექტების ხელმძღვანელის სამუშაო აღწერილობა:

✓ მართვის კომპანია GGM-ის, შვილობილი კომპანიების და პროექტების საქმიანობების საერთო კოორდინაცია და ოპერაციების მართვა;
✓ პროექტების გუნდის შექმნა და მართვა;
✓ პროექტების ამოცანების დაგეგმვა და აღსრულება (როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდთან ერთად);
✓ საქართველოსა და საზღვარგარეთ ახალი პროექტების, პარტნიორი კომპანიების მოძიება და ეფექტიანი თანამშრომლობა;
✓ კომპანიის, პროექტების წარმომადგენლობა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (უშუალო შეხვედრები, ონლაინ მოლაპარაკებები, ელექტრონული კომუნიკაცია).


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

✓ უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით);
✓ ბიზნეს სექტორში მუშაობის არანაკლებ 5 წლის, მათ შორის ერთ კომპანიაში ხელმძღვანელის პოზიციაზე უწყვეტად 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
✓ ქართული და, არანაკლებ, ერთი უცხო ენის ცოდნა (C1).

შენიშვნა: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროექტის ფინანსური კომპონენტების დაგეგმვის, მართვის ან/და ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიების გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ანაზღაურება: 2500 – 5000 ლარი (+ ბონუსი), გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino@ggm.ge

განაცხადების მიღების ბოლო დღე და საათი: 25 ნოემბერი, 2022 წელი, 20:00 საათი.


გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: პროექტების ხელმძღვანელი. განაცხადის მიღება შეგიძლიათ გადაამოწმოთ ტელეფონის ნომერზე: 577 75 37 75

☑ მართვის კომპანია GGM-ში არ არსებობს გენდერის ნიშნით განკუთვნილი პოზიციები. კომპანია მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას და მიუკერძოებლად აფასებს ქალ და კაც კანდიდატებს.