eng

GGM სათანამშრომლოდ იწვევს ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების სპეციალისტს

მართვის კომპანია GGM გეგმავს საწარმოო სამაცივრე კამერების მოწყობას გეოთერმული თბური ტუმბოების გამოყენებით და ხილის საშრობი კამერების მოწყობას, რომელიც იმუშავებს მყარ ფხვიერ საწვავზე.

სათანამშრომლოდ ვიწვევთ კომპანიას, ან ფიზიკურ პირს, ვისაც აქვს ორივე, ან ერთ-ერთი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

 

შერჩეულ კომპანიებთან/სპეციალისტებთან ერთად, მართვის კომპანია გეგმავს ორი ამოცანის შესრულებას:

 

ამოცანა 1

 

საწარმოო სამაცივრე კამერების მოწყობა გეოთერმული თბური ტუმბოების გამოყენებით.

 

საწარმო მდებარეობს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში, რომელიც ზღვის დონიდან 180 მეტრით მაღლა მდებარეობს (ს/კ: 21.03.31.183).

 

ამოცანა: საწარმოში უნდა მოეწყოს 3 სამაცივრე კამერა მუშა ტემპერატურული დიაპაზონით: 0 + 5°C. თითოეული სამაცივრე კამერის ფართი: 12 კვმ. სიმაღლე: 2.20 მ.

 

მაცივრის კედლები და ჭერი იქნება სენდვიჩ პანელი (იატაკი იქნება თბოიზოლაციით დამუშავებული ბეტონი).

 

სამივე სამაცივრე კამერა უნდა მუშაობდეს გეოთერმულ ენერგიაზე (თბურ ტუმბოებზე).

 

ამოცანა 2

 

ხილის საშრობი კამერების მოწყობა მყარი (5 დან 50 მმ-მდე ზომის) ფხვიერი საწვავის (მათ შორის თხილის ნაჭუჭი, კაკლის ნაჭუჭი, ხილის კურკა, ნახერხი და ა.შ) გამოყენებით.

 

ამოცანა: საწარმოში უნდა მოეწყოს 9 კვმ ფართის (სიმაღლე: 2.20 მ.) ხილის საშრობი სამი კამერა.

 

საშრობი კამერის ტექნიკური პარამეტრები:

 

  1. საშრობი უნდა ახდენდეს ხილისა და კენკროვნების დეჰიდრატაციას;
  2. საშრობს უწყვეტადუნდა მიეწოდებოდეს ჰაერი, უნდა ახდენდეს თბილი და დატენიანებული ჰაერის ცირკულირებას;
  3. ჰაერის მიწოდების ერთგვაროვნება, ანუ ჰაერი თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს საშრობში;
  4. ტემპერატურული დიაპაზონი:20-70 °C;
  5. საშრობს უნდა გააჩნდეს პროცესის ავტომატური მართვის მოწყობილობა;
  6. ხილის მოსათავსებელი ლანგარი უნდა იყოს ტეფლონის, ან მსგავსი მატერიისგან დამზადებული; დანადგარის საშრობ ლანგრებს შორის დაშორება საშუალოდ იქნება 7 სმ;
  7. საშრობი ოთახების კედლები და ჭერი უნდა იყოს სენდვიჩ პანელი (საკვები პროდუქტების წარმოებისთვის ნებადართული სისქე: 10 სმ);
  8. ცხელი ჰაერის მიწოდების წყარო უნდა იყოს როგორც ბიო საწვავით მიღებული ენერგია (ცხელი ჰაერის მასა);
  9. უნდა მოეწყოს ბიო საწვავის საქვაბე ნაგებობა და საწვავის (თხილის ნაჭუჭი, კაკლის ნაჭუჭი, ხილის კურკა, ნახერხიდა ა.შ ) რეზერვუარი აღიჭურვოს ყველა საჭირო დანადგარით.

 

საწყის ეტაპზე მოეწყობა სამი კამერა. ტესტირების და პრაქტიკული გამოცდის შემდეგ (6თვე), დამატებით მოეწყობა სხვადასხვა ზომის 10 საშრობი კამერა.

 

დაინტერესებულმა კომპანიებმა, ან ფიზიკურმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (უკვე გაკეთებული მსგავსი პროექტის მოკლე აღწერა) ელექტრონულ ფოსტაზე: info@ggm.ge    

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 სექტემბერი, 2020 წელი.

პარტნიორი კომპანიები/სპეციალისტები შეირჩევიან გამოცდილების და პროექტში თანამშრომლობის ინტერესის (მოტივაციის) გათვალისწინებით, რაც გამოვლინდება დამატებითი კონსულტაციების პროცესში.

 

შერჩეული კომპანიები/სპეციალისტები GGM-თან ერთად დაამუშავებენ (დააზუსტებენ) პროექტის ტექნიკურ ნაწილს და უშუალოდ ჩაერთვებიან მის განხორციელებაში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით: 577 57 37 75 (ნინო)

 

 ☑  GGM-ში არ არსებობს გენდერის ნიშნით განკუთვნილი პოზიციები. მართვის კომპანია მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას და მიუკერძოებლად აფასებს ქალ და კაც კანდიდატებს.