მართვის კომპანია GGM აცხადებს ვაკანსიას,პროექტების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ინფორმაცია მართვის კომპანია GGM-ის შესახებ: GGM მუშაობს, როგორც შვილობილი, ასევე მართვაში აღებული კომპანიების და პროექტების მართვის მიმართულებით. მიმდინარე ეტაპზე კომპანიას აქვსსამი შვილობილი კომპანია და მართვაში აღებული 8პროექტი. GGM ფლობს ოფისებს თბილისში (თამარაშვილზე) და ბათუმში (ჭავჭავაძეზე). სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: www.ggm.ge.
პროექტების ხელმძღვანელის სამუშაოს აღწერილობა:
მართვის კომპანია GGM-ის, შვილობილი კომპანიების და პროექტების საქმიანობების საერთო კოორდინაცია და ოპერაციების მართვა;
✓ პროექტების გუნდის შექმნა და მართვა;
✓ პროექტების ამოცანების დაგეგმვა და აღსრულება (როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდთან ერთად);
✓ საქართველოში და საზღვარგარეთ ახალი პროექტების, პარტნიორი კომპანიების მოძიებადა ეფექტიანი თანამშრომლობა;
✓ კომპანიის, პროექტების წარმომადგენლობა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ (უშუალო შეხვედრები, ონლაინ მოლაპარაკებები, ელექტრონული კომუნიკაცია).
საკვალიფიკაციომოთხოვნები:
✓ უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით);
✓ ბიზნეს სექტორში მუშაობის არანაკლებ 5 წლის, მათ შორის ერთ კომპანიაში ხელმძღვანელის პოზიციაზე უწყვეტად 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
✓ ქართული და არანაკლებ ერთი უცხოენის ცოდნა(C1);
შენიშვნა: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პროექტის ფინანსური კომპონენტების დაგეგმვის, მართვის ან/და ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიების გამოცდილება
სამუშაოადგილი: თბილისი.
ანაზღაურება: 2500 – 5000 ლარი (+ ბონუსი), გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino@ggm.ge
განაცხადების მიღების ბოლო დღე და საათი: 25 ნოემბერი,2022 წელი,20:00 საათი
გთხოვთ, ელექტრონულიფოსტისსათაურისველშიმიუთითოთვაკანტურიპოზიციისდასახელება: პროექტების ხელმძღვანელი . განაცხადის მიღება შეგიძლიათ გადაამოწმოთ ტელეფონის ნომერზე: 577 75 37 75
☑ მართვის კომპანია GGM-ში არ არსებობს გენდერის ნიშნით განკუთვნილი პოზიციები. კომპანია მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობას და მიუკერძოებლად აფასებს ქალ და კაც კანდიდატებს.